x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
დაუჯერებელი მომენტი:ჩინეთში ჩანჩქერმა პირუკუ დაიწყო დინება
image

ჩინელები გაოგნებულები უყურებდნენ, თუ როგორ მიედინება ჩანჩქერი უკან, თუმცა ამის მიზეზი გახლდათ ტაიფუნი ჰაგუპიტი, რომელიც მთა მშობლიურ ქალაქს დაატყდა თავს.


ტროპიკული ქარიშხალი ეპიცენტრში საათში 136.8 კილომეტრი სიჩქარით ქროდა, როდესაც მან დილით ადრე ჯეძიანის პროვინციაში მიაღწია.

ძლიერი წვიმისა და ძლიერი ქარის შედეგად ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაზარალდა 380, 000-ზე მეტი ადამიანი.მოხდა მათი ევაკუაცია.



თუმცა ამ საყოველთაო კატასტოფის ფონზე, ადგილობრივი მაცხოვრებლები არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმე გახდნენ, აღმოსავლეთ ჩინეთში იანდანის მთიდან, 623 ფუტის სიმაღლიდან მომავალმა ჩანჩქერმა პირუკუ დაიწყო დინება, რა თქმა უნდა აქ არავითარი "ღვთიური სასწაული" არ მომხდარა, ყველაფერში "დამნაშავე" ძლიერი ტაიფუნი გახდა.

ტაიფუნი ჰაგუპიტი წელს ჩინეთს უკვე მეოთხედ დაატყდა თავს, მეოთხე ტაიფუნმა ქალაქ ლეკინს 1, 3 მლნ.მაცხოვრებლით დილის სამ საათზე შეუტია.


შუადღისას ტროპიკული ქარის სიჩქარე 108 კილომეტრი საათში იყო, ხოლო ტაიფუნი ჩრდილოეთით მიემართებოდა საათში დაახლოებით 25 კილომეტრი სიჩქარით საათში, ნათქვამია ჩინეთის მეტეოროლოგიური ეროვნული ცენტრის განცხადებაში.


ადგილობრივი მეტეოროლოგები ჯეძიანის პროვინციაში პროგნოზირებდნენ საათში 125.6 კილომეტრამდე სიჩქარის ქარიშხალს, როგორც აღმოსავლეთ რეგიონებში ასევე სამხრეთით, შანხაის საზღვართან.


0
485
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0