x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
"ზნედაცემულობა და გარყვნილება... "კეთილშობილური" მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს!!!"- ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ გადაცემა "აქცენტებს" ეხმაურება, რომლის სტუმარიც 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული ბაჩანა ლობჟანიძე იყო. ლორთქიფანიძე, ტელევიზიების მხრიდან ლობჟანიძისთვის საეთერო დროის დათმობას და აუდიტორიის წინაშე გარდაცვლილი გოგონას პირადი ცხოვრების შესახებ საჯარო მსჯელობას უზნეობად და გარყვნილებად აფასებს და თვლის, რომ ტელევიზიებმა გარდაცვლილი პირდაპირ ეთერში ასე არ უნდა "ძიძგნონ". პოლიტოლოგი ყველაფერში პოლიციას ადანაშაულებს, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დროულად ვერ გამოიძია და საქმე აქამდე მიიყვანა: "ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლეზბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან ... ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე! სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების "კეთილშობილური" მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს !!! ზნედაცემულობა და გარყვნილება... ილიას "სარჩობელაზედ" ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული... თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე. 35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან... მრცხვენია !!! ყველაფერი პოლიციის ბრალია... გამოგეძიებინათ სწრაფად და შედეგი დაგედოთ, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს!"- დაწერა ლევან ლორთქიფანიძემ საკუთარ გვერდზე.



0
539
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
539