x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ჩვევები, რომლებზეც ქალი უარს ვერასდროს იტყვის

image















ყველა ქალი ოცნებობს ლამაზ, ბედნიერ და რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ცხოვრებაზე, მაგრამ ბევრ მათგანს ამის განსახორციელებლად მავნე ჩვევები უშლის ხელს. გთავაზობთ იმ ყველაზე გავრცელებულ 10 მავნე ჩვევას, რომლებიც ქალებს ცხოვრებაში ბევრ პრობლემას უქმნის.

1. მაღალი ქუსლები

ქალების უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მაღალი ქუსლებით სისტემატურმა სიარულმა შესაძლოა მთელი რიგი დაავადებები გამოიწვიოს, მათ შორის, ართრიტი და წელის ტკივილი. ამიტომაც ყოველდღიური მოხმარებისთვის ქუსლის ყველაზე ოპტიმალური სიმაღლე - 4 სანტიმეტრი უნდა იყოს.

2. მძიმე ჩანთები

ნოუთბუქების, ნეთბუქებისა და სხვა უამრავი აქსესუარის საუკუნეში საქმიანი ქალების ყოველდღიური "ბარგი" საგრძნობლად დამძიმდა. მათ ყოველდღიურად დააქვთ რამდენიმეკილოგრამიანი ჩანთები. შედეგად კი ეწყებათ წელისა და კისრის ტკივილი და უვითარდებათ ხერხემლის გამრუდება. ნუ დაელოდებით ყველა ამ პრობლემის წარმოქმნას! შეეცადეთ, ატაროთ ნაკლები ნივთი... და თუ სხვა გზა არ გაქვთ, გამოიყენეთ რამდენიმე ჩანთა, რათა დააბალანსოთ წონა.

3. მაკიაჟით ძილი

ბევრი ქალისთვის ძილის წინ მაკიაჟის მოცილება რუტინაა და მასთან ერთად ძილს ამჯობინებს. დაიმახსოვრეთ, მაკიაჟთან ერთად თქვენ ღამით სახეზე იტოვებთ ჭუჭყსაც, რომელიც ახშობს ფორებს და ანთებით პროცესებს იწვევს. ტუშით დაძინება კი თვალის გაღიზიანებასა და ანთებით პროცესს იწვევს.

4. მამაკაცებთან სმაში შეჯიბრება

არსებობს შემთხვევები, როცა ქალები მამაკაცებს ტოლს არ უდებენ სმაში: დაწყებული პირველი პაემნიდან, მეგობრებთან და კოლეგებთან გართობით დამთავრებული. დაიმახსოვრეთ, რომ ქალები არა მარტო ნაკლებს იწონიან მამაკაცებთან შედარებით, არამედ მათი ორგანიზმი შეიცავს ძლიერ სქესთან შედარებით ორჯერ ნაკლებ სითხესაც, რაც ალკოჰოლის განეიტრალებას უწყობს ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალები ბევრად ადვილად თვრებიან. ალკოჰოლის დოზის შესამცირებლად შეეცადეთ, გააზავოთ ის უალკოჰოლო კოქტეილებში ან წვენებში.

5. ბიუსტჰალტერის არასწორი ზომა

თურმე ქალების 70 პროცენტი არასწორად შერჩეული ზომის ბიუსტჰალტერს იცვამს. ამან შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები წარმოქმნას, როგორებიცაა ტკივილები წელის, კისრისა და მკერდის არეში; გართულდეს სუნთქვა, გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და დაირღვეს სისხლის მიმოქცევა. დაადგინეთ თქვენი მკერდის ზუსტი ზომა და ჩაიცვით აუცილებლად სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი.

6. ვნებათაღელვა და სინანული

სტრესი ქალის ჯანმრთელობას ორჯერ მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მამაკაცისას. ქალები მეტად მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და ნევროზების მიმართ. გარდა ამისა, ისინი ორჯერ მეტად განიცდიან ყოფილ შეყვარებულებსა და წარსულ ურთიერთობებზე.

7. გარეგნობაზე ჩაციკვლა

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესს ახასიათებს საკუთარი თავით უკმაყოფილება, ქალები მაინც განსაკუთრებით არიან ჩაციკლულნი, მაგალითად, "იდეალურ" სხეულზე. სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ ქალების 16 პროცენტი, ნორმალური ან ნაკლები წონით, თვლის, რომ ზედმეტი კილოგრამები აქვს. გამოკითხვამ ასევე დაადასტურა, რომ ქალების 90 პროცენტი თავის გარეგნობაში თუნდაც ერთ დეტალს შეცვლიდა. ეს კომპლექსი გავლენას ახდენს ქალის არა მარტო ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბევრი ქალი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს გაუთავებელი და არასწორი დიეტებითა და კოსმეტიკური პროცედურებით.

8. პრობლემების ჭამით გადაწყვეტა

შესაძლოა, ამ მოვლენასთან ორივე სქესს ჰქონდეს საქმე, მაგრამ ქალებს მამაკაცებზე მეტად ახასიათებთ პრობლემების ჭამით გადაჭრა, განსაკუთრებით კი, ტკბილეულითა და კალორიული საკვებით. იმის მაგივრად, რომ ჭამოთ, შეეცადეთ, განწყობილება სხვა რაღაცებით აიმაღლოთ - მაგალითად, მაღაზიებში სიარულით ან ბუნებაში გასეირნებით.

9. გამოუძინებლობა

გარდა იმისა, რომ ძილის ნაკლებობა აისახება თქვენს კანზე და მთლიანად გარეგნობაზე, უძილობამ შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გამოიწვიოს. მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ორჯერ ხშირად ამბობენ უარს ძილზე, იმისათვის, რომ იზრუნონ, მაგალითად, ბავშვზე ან მოხუც მშობლებზე. ძილის უკმარისობა მოქმედებს ქალის ხასიათსა და არტერიულ წნევაზე. ამიტომაც, ქალბატონებო, აუცილებლად გამოიძინეთ.

10. საკუთარი თავის უპატივცემულობა

გარდა იმისა, რომ ქალები ქმარსა და შვილებზე ზრუნვისას უარს ამბობენ ძილზე, ისინი საკუთარ სურვილებსაც უკანასკნელ ადგილზე აყენებენ და მისდევენ დევიზს: ჯერ ოჯახი და ვალდებულებები, შემდეგ კი საკუთარი თავი! პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი, გამონახეთ დრო ჯერ საკუთარი თავისთვის და ისწავლეთ იმაზე უარის თქმა, რაც თქვენ არ გინდათ ან რისი გაკეთებაც არ გსიამოვნებთ.

საკმაოდ რთულია გათავისუფლდე ჩვევებისგან, რომელთა უმეტესობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღმოგაფხვრევინებთ მავნე ჩვევებს და თქვენი ჯანმრთელობა და გუნება-განწყობილება საგრძნობლად გაუმჯობესდება.

1
504
1-ს მოსწონს
ავტორი:ენრიკო707
ენრიკო707
504
  
2012, 21 აგვისტო, 14:34
კარგია...
0 1 1