x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონია და საველე ბორდელები -როგორ ექცეოდნენ ქალებს მეორე მსოფლიო ომის დროს
image

მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელი ჯარისკაცთათვის განკუთვნილ საროსკიპოებში, სხვადასხვა ინფორმაციით, 200 ათასიდან 400 ათასამდე ჩინელ და კორეელ ქალებს ამუშავებდნენ. გადარჩენილ ქალებს, არ სურთ გაიხსენონ თუ რისი გადატანა მოუწიათ და ცდილობენ სამუდამოდ დაივიწყონ ცხოვრების ეს ეპიზოდი.



ტრაგედიაზე ალაპარაკდნენ მხოლოდ 80-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც ქალთა უმეტესობა უკვე გარდაცვლილი იყო.




"ნუგეშის სადგურის" უფრო სწორად საველე ბორდელების გახსნა 30-იან წლებიდან დაიწყო . 1932 წელს გენერალ-ლეიტენანტმა იასუძი ოკზამურამ ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით ჯარისკაცებისთვის გაეხსნა საროსკიპოები, რადგან იაპონელი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ ქალებს და ვენერიული დაავადებებით ინფიცირდებოდნენ.ამასთანავე ადგილობრივ მოსახლეობაში მატულობდა ანტიაპონური განწყობა.



პირველი "სადგური" გაიხსნა შანხაიში, თავიდან იქ იაპონელი ქალებმა ნებაყოფლობით დაიწყეს მუშაობა, თუმცა პოპულარობის ზრდასთან ერთად მსგავს დაწესებულებაში ტყვეთა ბანაკებიდან ფილიპინიელ და ინდონეზიელ ქალებს ერეკებოდნენ.


ამასთანვე ქვეყნდებოდა განცხადებები "სამუშაო ქალებისთვის", რა დროსაც ისინი იქნებოდნენ "განსაკუთრებული სანიტრები" და ქალებს სთავზობდნენ მაღალ ანაზღაურებას, მოწოდებას მრავალი ჩინელი და კორეელი ქალი გამოეხმაურა.



„ სამუშაო ქალებისთვის “ იყო მონური სამსახური ბორდელებში. ყოველდღე თითოეულ მათგანს უნდა მიეღო 30-მდე ჯარისკაცი, ხოლო შაბათ-კვირას მათი რიცხვი ორმოცდაათს აღწევდა. თავდაპირველად "კომფორტის სადგურებს" უწოდეს "ნიგუჩი". ეს სიტყვა ნიშნავდა "29/1" -ს და ითვლებოდა ყველა გოგონასთვის "იდეალური" მუშაობის ნორმად.

image

ჯარისკაცებისგან სქესობრივი გზით გადამდები დაავადების თავიდან ასაცილებლად, გოგონებს ყოველკვირეულად სინჯავდნენ ექიმები. არც თუ იშვიათად ექიმებიც აუპატიურებდნენ მათ. თუ გოგონა დაფეხმძიმდებოდა ან დაინფიცირებოდა, მაშინ პრეპარატ -606 უკეთბდნენ - ანტიბიოტიკი ტერამიცინი, რომელიც მუცლის მოშლას სა უნაყოფობას იწვევდა.



1944 წლიდან, კორეელი ქალებისგან შეიქმნა მოხალისეთა შრომითი ჯგუფები, რომლებსაც უხსნიდნენ, რომ ისინი სამკერვალო ფაბრიკაში, შეიარაღებულ ძალებში მდივნებად ან სამედიცინო პერსონალად. მაგრამ ცოტას თუ სჯეროდა ეს დაპირებები, ასე რომ, "ნუგეშის სადგურებისთის" გოგოებს ქუჩებიდან იტაცებდნენ ან პირდაპირ სახლებიდან მიყავდათ .

მომავალი სექსმონები მოზარდი გოგონებიც ხდებოდნენ. უმეტესობა 15-17 წლის იყო. ყევლას განურჩევლად იტაცებდნენ, თუნდაც არააზიელს.

მაგალითად, ჰოლანდიის მოქალაქე გაიტაცეს და ბორდელში ამუშავეს 1945 წლამდე, კუნძულ იავას განთავისუფლებამდე.


ერთ-ერთი „სადგურის ქალი“, რომელმაც დღემდე მოაღწია, იხსენებს, რომ ჯარისკაცები ბრინჯის წასაღებად შეიჭრნენ მათ ოჯახში. მას არ შეეძლო გაქცევა, რადგან უძველესი ჩვეულების თანახმად, მას ფეხები დამახინჯებული ჰქონდა მუდმივად ბინტით გადაჭერისგან - ასეთ გოგონებს კი სიარულიც კი უჭირდათ. ქალები სატვირთო მანქანებში ყრიდნენ, დედებს ჩვილებს ართმევდნენ, შემდეგ კი მომავალ "სადგურში " ტვირთივით ეზოდებოდნენ მატარებლით და გემებით. კორეული ”საქონელი”გასაკუთრებით ფასობდა, რადგან კარგად ლაპარაკობდნენ იაპონურად, კორეა ხომ იაპონიის კოლონია იყო 1910 წლიდან.

image

კორეელ ქალებს, ისევე როგორც იაპონელ ქალებს, მთლიანად ჩამოერთვათ უფლებები - იმ დროისთვის არაბი ქალებიც კი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. გარდა ამისა, იაპონიასა და მის კონტროლქვეშ ტერიტორიებზე, პროსტიტუცია დაკანონებული იყო და მონობისგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუნდაც ჩვეულებრივ ბორდელებში.


გოგოებს ნათესავებიც ყიდიდნენ და ისინი მთლიანად ემორჩილებოდნენ მფლობელებს. სასოწარკვეთილი გოგოები არც თუ იშვიათად ოპიუმს პარავდნენ ჯარისკაცებს, ზოგი თვითმკვლელობითაც ასრულებდა სიცოცხლეს: უზომო რაოდენობის აბებს სვამდენ, ან საკუთარი თეთრულით და ტანსაცმელით ჩამომხვრჩალს ნახულობდნენ.



მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონური არმია, ისევე როგორც გერმანიის არმია, უშუალოდ აკონტროლებდა "ნუგეშის სადგურების" საქმიანობას. 1942 წლისთვის ჩინეთში მოქმედებდა 280 საველე ბორდელი, რომელთა საერთო რიცხვმა 400-ს მიაღწია. მათი უმეტესობა ოფიციალურად კერძო პირებს ეკუთვნოდა, მაგრამ სინამდვილეში სამხედროები აკონტროლებდნენ. მხოლოდ მცირე ნაწილს ღიად აკონტროლებდა სამხედრო სარდლობა.


ბორდელების გახსნამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოკუპირებული ქალაქები ძალადობისგან ვერ იხსნა.




1937 წელს, ამ ქალაქებში "ნუგეშის სადგურების" არსებობის მიუხედავად, ნანკინსა და შანხაიში მოხდა მასობრივი გაუპატიურება. “ნარკინის ხოცვა-ჟლეტვა” ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან გვერდად გადაიქცა: კაცებს ხიშტებზე აგებდნენ და ყველა ასაკის ქალს პირდაპირ ქუჩებში აუპატიურებდნენ, ხოლო ჯარის უკან დაიხევის შემდეგ, გოგოებს კლავდნენ.

image

ასევე ხდებოდა ბორდელებში - დასუსტებულებს კონდახით უსწრაფავდნენ სიცოცხლეს, ან თავებს აჭრიდნენ, შეიძლება დაუმორჩილებლობის გამოც მოეკლათ. ომის დასასრულისთვის "სადგურებიდან" მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გადარჩა ცოცხალი. ბევრს სიკვდლიამდე არ სურდა ამაზე საუბარი, რადგან თვლიდნენ, რომ მათი ამბავი სირცხვილი იქნებოდა მთელი ოჯახისთვის. კორეელი გოგონების ნაწილი სამუდამოდ დარჩა ჩინეთში, მათ ვერ გაბედეს სამშობლოში დაბრუნება.


ათწლეულების განმავლობაში, იაპონიამ არ აღიარებდა დანაშაულს. მიუხედავად, იმისა რომ ბოლო გადარჩენილები არ მალავდნენ რაც მოხდა, ზოგი იაპონელი პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ "ნუგეშის სადგურების" არსებობა გამართლებულ იყო "ომის პირობებში". 2007 წელს იაპონიის პრემიერ მინისტრმა აბემ განაცხადა, რომ დაზარალებულთა მასობრივი მასშტაბები არ არის დადასტურებული.


2015 წელს იაპონიამ აღიარა პასუხისმგებლობა სამხრეთ კორეასთან და გადაწყვიტა კომპენსაციის გადახდა. ჩინეთთან შეთანხმებას ვერ მიაღიეს, ასევე ჩრდილოეთ კორეასთან, რადგან ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვს.


ამასთანავე ჩინელი და კორეელი აქტივისტები შიშობენ, რომ ტრაგედიაზე დუმილი გაგრძელდება და "ნუგეშის სადგურების" შესახებ არაფერი ეწერება იაპონიის ისტორიის სახელმძღვანელოებში.


2016 წელს გამოვიდა სამხრეთ კორეული ფილმი "სულების(სამშობლოში) დაბრუნება", რომელიც ეძღვნება "მანუგეშებლებს".2017 წელს სამხრეთ კორეაში, ქალაქ პისანში, პირდაპირ იაპონიის საკონსულოს წინ გაიხსნა "ნუგეშის სადგურის" ხსოვნის საპატივცემლოდ მონუმენტი, რის გამოც იაპონიამ სამხრეთ კორეიდაან გაიწვია კონსული.

0
1426
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0