x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ბიოქიმიკოსი, შეფ-მზარეული, კრიმინალური ფსიქოლოგი... რა პროფესიები ჰქონდათ არჩეული სუპერმოდელებს, სანამ მოდის ინდუსტრიაში შევიდოდნენ

image

ცნობილი მოდელებიდან ცოტა ტუ ოცნებობდა სამოდელო კარიერაზე ბავშვობიდანვე. ბევრი მათგანი ისევე გეგმავდა თავის ცხოვრებას და კარიერას როგორც ყველა. ნახეთ რა პროფესიები ჰქონდათ შერჩეული მანამ, სანამ აგენტი შეამჩნევდა მათ:

1. ირინა შეიკი

image

ირინას თავის დასთან ერთად გადაწყვეტილი ჰქონდა კოსმეტოლოგია აერჩია პროფესიად, ასვე სწავლობდა კოლექში მარკეტინგის ფაკულტეტზე. მას შემდეგ რაც სამოყვარულო სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა, თავისი ახალი კარიერით დაკავდა.

2. სინდი კროუფორდი

image

90-იანი წლების სუპერმოდელი პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტზე, ჰქონდა აკადემიური სტიპენდია და უნივერსიტეტი მაღალი ქულებით დაამთავრა. მოდელმა სამეცნიერო კარიერა მაშინ დათმო, როდესაც ცნობილი სამოდელო სააგენტოსგან სერიოზული სემოთავაზება მიიღო.

3. ბელა ჰადიდი

image

თავდაპირველად ბელა ცხენოსნობით იყო გატაცებული და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა სურდა, მოგვიანებით მას ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს დასპორტულ კარიერაზე უარის თქმა მოუწია. ამის შემდეგ ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო, მოგვიანებით კი სამოდელო კარიერა აირჩია.

3. ჯიჯი ჰადიდი

image

მართალია ჯიჯიმ სამოდელო კარიერა ბავშვობიდან დაიწყო, მაგრამ ნიუ იორკში გოგონა კრიმინალურ ფსიქოლოგიას შეისწავლიდა და დღესაც ნოსტალგიიტ იხსენებს უნივერსიტეტის დღეებს.

4. როზი ჰანტინგტონ უაიტლი

image

გოგონამ სამოდელო სააგენტოში ასისტენტად დაიწყო მუშაობა იმისათვის, რომ ფული შეეგროვებინა და კოლეჯში ჩაებარებინა დიზაინის ფაკულტეტზე.

5. ანოკ უაი

image

გოგონა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში სწავლობდა ბიოქიმიას, სწორედ სტუდენტურ ფესტივალზე გადაღებულმა ფოტოებმა მიიქვია სამოდელო სააგენტოების ყურადღება, ეს ფოტო კი ინტერნეტსი ვირუსული გახდა.

6. კარლა ბრუნი

image

90-იანი წლების მოდელი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და უნივერსიტეტში თვითონაც ხელოვნებას შეისწავლიდა. სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ მოდელი ისევ ხელოვნებას დაუბრუნდა.

7. კრისი ტაიგენი

image

სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონას შეფ-მზარეულის პროფესია ჰქონდა არჩეული, ის სერფინგის მაღაზიაში მუშაობდა, როდესაც სამოდელო აგენტმა შეამჩნია.


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0