x
image
melody_inside
ოფლი გაწუხებთ? რას გვირჩევენ ექიმები
image


ძლიერ ოფლიანდებით? ამის მიზეზს და მისი შეჩერების გზებს ექიმები ასე გვიხსნიან.





გულახდილად რომ ვთქვათ, თუ არ ხართ პროფესიონალი სპორტსმენი ან არ ზიხართ საუნაში, ოფლი - თქვენი მტერია. არასასიამო სუნი აქვს და აფუჭებს ტანსაცმელს.





„მეორეს მხრივ ოფლი - ცხოვრების ნაწილია. ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს : აგრილებს სხეულს“, - ამბობს დიანა გლეიზერი, სენტ-ლუისის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კათედრის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.


მიუხედავად ამისა, ჭარბი ოფლი შესაძლოა სტრესის ნიშანიც იყოს: შფოთვას და ნერვიულობას შეუძლია საოფლე ჯირკვლების სტიმულირება . შედეგად კი იღლიის ქვეშ ოფლის სველი ლაქები ჩნდება, რაც თქვენს მდგომარეობას ამხილებს.






თუ გაქვთ ჰიპერჰიდროზი, შესაძლოა ამან ძლიერი სულიერი განცდები აღძრას თქვენში. „არასათანადო ოფლიანობამ თქვენს ცხოვრების წესზეც კი შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა, კერძოდ, პროფესიის არჩევაზეც კი, - ამბობს მარალ სკელსი, დერმატოლოგიის პროფესორი ჯორჯტაუნიდან, - მაგალითად, მე ჰიპერჰიდროზზე ვმკურნალობდი მოზარდებს, რომლებსაც გაკვეთილზე ხელის აწევის ეშინოდათ ოფლიანი იღლიების გამო“.




რატომ ოფლიანდება იღლიები?




„ადამიანს მილიონობით საოფლე ჯირკვალი აქვს მთელს სხეულზე. მათი ყველაზე დიდი კონცენტრაცია არის ხელებზე და ფეხებზე, - ამბობს ექიმი გლეიზერი, - მაგრამ ჩვენი იღლია - ეს „ცხელი წერტილია“. მათი უმრავლესობა - ეკრინოვის საოფლე ჯირკვლებია. ისინი გამოყოფენ გამჭვირვალე, უსუნო სითხეს, რაც ჩვენ გვაგრილებს. მაგრამ, იღლიებში და სხეულის სხვა თმიან ადგილებში ასევე არის აპოკრინული ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ უფრო ბლანტ სითხეს, რომელიც სხეულზე არსებულ ბაქტერიებთან შერწყმიისას არასასიამოვნო სუნს გვაძლევს“.





მიიჩნევენ, რომ რაც უფრო ხშირად ოფლიანდება ადამიანი, მით უფრო ცუდი სუნი აქ მის ოფლს. ეს სულაც არ არის ასე. „როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც ბევრს ოფლიანობენ, სუნი არ აქვთ, - ამბობს ექიმი გლეიზერი, - იმიტომ, რომ ბაქტერიები ოფლით ირეცხება და შედეგად სუნიც აღარ არის. ხოლო ადამიანებზე, რომლებიც ნაკლებად ოფლიანობენ, შესაძლოა უსიამოვნო სუნი შეამჩნიოთ“.





არსებობს კიდევ ერთი მცდარი აზრი: ის, რომ ოფლს გამოაქვს ტოქსინები. „ ოფლი თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება“, - კომენტარს აკეთებს ექიმი სკელსი. დანარჩენი კი, ჰიპერჰიდროზის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემების მიხედვით, - არის მარილი, შარდოვანა და ცოტაოდენი ნახშირწყლები და ცილა. ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე პასუხისმგებელია ჩვენი ღვიძლი და თირკმელები.



რა იწვევს ოფლიანობის მატებას?





პირველ რიგში, არსებობს ჰიპერჰიდროზის ორი სახეობა: პირველადი და მეორადი. მათ სხვადასხვა მიზეზები აქვთ.




„უფრო ხშირად ჰიპერჰიდროზი იწყება ახალგაზრდობაში- პატარა ბავშვებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ ოფლიანი ხელები და ფეხები. მაგრამ, აი ჭარბი ოფლი იღლიებში - იწყება სქესობრივი მომწიფებისთანავე“, ამბობს ექიმი გლეიზერი. ექსპერტებმა დაზუსტებით არ იციან, რატომ იტანჯება ზოგი ადამიანი ჰიპერჰიდროზით, მაგრამ ეჭვი აქვთ, რომ ეს გენეტიკური დაავადებაა.





ჰიპერჰიდროზის მეორე სახეობა - ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობით პროვოცირდება: მენოპაუზით ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით, ფილტვებით და ა.შ. (თავად დაავადებამ ან ადამიანის მიერ მიღებულმა წამლებმა შეიძლება დაარღვიოს ოფლდენის პროცესი). ამ ტიპის ჰიპერჰიდროზია დამახასიათებელი ასაკოვანი ადამიანებისთვის.




როგორ გავიგოთ, რომ ეს ჰიპერჰიდროზია?





„ასეთი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ-დერმატოლოგს შეუძლია. თუ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც ოფლიანდებით ისე, რომ მაისური გისველდებათ, მიმართეთ ექიმს- ეს ამ დიაგნოზის ერთ-ერთი სიმპტომია. სხვათა შორის ეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა: მსოფლიოში დაახლოებით 15.3 მილიონი ადამიანი იტანჯება მისგან“, - ამბობს ექიმი სკელსი.




მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი _ რამდენად უშლის ხელს ეს ოფლდენა თქვენს კარგ განწყობას. „ზოგი ადამიანი ოფლიანდება მთლიანად, სველი თაგვივით, მაგრამ თუ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ სამკურნალოც არაფერია“, - ამბობს ექიმი გლეიზერი.




ოფლინი იღლიების პრობლემის მოსაშორებელი 3 მეთოდი




არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. თითოეულ მათგანს აქვს თავისი პლიუსები, მინუსები და უკუ ჩვენებები.




სამედიცინო ანტიპერსპირანტები


„მე ყოველთვის ვიწყებ სამედიცინო ანტიპერსპირანტებით“, ამბობს ექიმი სკელსი. „ისინი გაცილებით ეფექტურები არინ, განსაკუთრებით სწორი გამოყენების შემთხვევაში“. ისინი უნდა გამოიყენო ღამით და განმეორებით დილით (იმდენად რამდენადაც ღამით ნაკლებად ოფლიანდებით და წამალი უკეთასად აღწევს ჯირკვლებში. იყიდება აფთიაქებში.




ბოტოქსის ინექციები



თუ ანტიპერსპირანტი არ მოქმედებს, მაშინ შეგიძლიათ სილამაზის სალონში ბოტოქსის ინექცია გაიკეთოთ იღლიებში. ეს პოპულარული პროცედურა ბლოკირებას უკეთებს იმ ნივტიერებებს блокирует секрецию вещества, რომლებიც ოფლის ჯირკვლლებს ააქტიურებს. ბოტოქსის ინექცია ნახევარი წელი მოქმედებს“, _ ამბობს ექიმი სკელსერი.



ხელსახოცები Qbrexa



ეს სამედიცინო ხელსახოცები (რითაც იწმინდება იღლიები), შეიცავს ინგრედიენტს, რაც ანეიტრალებს ერთ-ერთ იმ ნეირომედიატორს საოფლე ჯირკვალზე, რასაც მივყავართ ოფლდენის შემცირებასთან.




თქვენ რას იყენებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.



იხილეთ ასევე:



თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიხშოს. ეს ძალიან საშიშ დაავადებად ითვლება იმიტომ, რომ მისი სწრაფად აღმოჩენა ვერ ხერხდება, რასაც მოჰყვება გართულებები - ნეკროტიკული ხასიათის შეუქცევადი ცვლილებები. სწორედ ამიტომ, სისხლის შედედები...






image

ისეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი- გულის შეტევა ან ინსულტი, მყარად ინარჩუნებენ ლიდერობას სიკვდილის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს 30-50 წლის განმავლობაში ვითარების შეცვლა ნაკლებ სავარაუდოა: სწორედ გულ...




image

კანის ზედაპირის მდგომარეობა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს მრავალი შინაგანი დაავადების გამო, წერს Prevention. კანზე ნებისმიერი ფერის და ნებისმიერი ზომის ლაქების გამოჩენა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჯანმრთელობისათვის უსფრთხო მოვლენებმა, ...




image

იყავით ყურადღებით! პერიოდულად ყველას წარმოექნება მუცელთან დაკავშირებული პრობლემა, მაგრამ მათ შორის გარკვეული სიმპტომები შეიძლება ნიშანი იყოს რაღაც უფრო სერიოზულისა, ვიდრე მხოლოდ ტკივილია. თუ აქ ჩამოთვლილი ტკივილებიდან რომელიმეს განიცდით, მიმართეთ ექიმს! ეს საჭიროა იმისთვის, რათა კვლავ შეძლოთ





image

ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია. არსებობს ხელის დაბუჟების შვიდი მიზეზი, წერს пишет Entrate de algo. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისინი. 1. გაფანტული სკლეროზი. ეს დაკავშირებულია თავის და ზურგის ტვინის ზედაპირზე ნერვული გარსის დაშლასთან..


0
633
4-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0