x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ ქალს დაუნახავთ მსგავს შავ წერტილს, სასწრაფოდ დარეკეთ პოლიციაში
კამპანია სახელწოდებით "შავი წერტილი" შეიქმნა სოციალური ქსელი Facebook- ის მეშვეობით და მისი მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები გამოავლინოს. ხელის გულზე შავი წერტილი აქვთ ქალებს, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ჩუმად ტირიან და ითხოვენ შველას.


image



სწორედ ამ ნიშნით, ხელის გულზე დახატული შავი წერტილით (რგოლით) შეუძლიათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა ყურადღება მიიქციონ და უსიტყვოდ თქვან, რომ საფრთხე ემუქრებათ. თუ აღმოაჩენთ სოციალურ ასელსა თუ ქუჩაში, ვინმე ქალს მსგავსი ნიშანი ჰქონდეს, დაუყოვნებლივ დარეკეთ პოლიციაში.


image




კამპანიის ორგანიზატორი აცხადებს: შავი წერტილი ხელის გულზე არის გზავნილი, რომ ეს კონკრეტული მანდილოსანი არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და იმყოფება სერიოზული საფრთხის ქვეშ. სწორედ ამ ფორმით მოგვმართავს დასახმარებლად, რადგან მოძალადეს ყავს კონტროლის ქვეშ და სხვაგვარად კომუნიკაციას ვერ ახერხებს. სულ რაღაც ერთ დღეში, სწორედ ამ კამპანიის წყალობით 6000 -მდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი გამოვლინდა მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ გააზიაროთ ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ ამის შესახებ და არცერთი ქალი არ დარჩეს საფრთხის ქვეშ.


image


კამპანიამ მრავალი ოჯახი იხსნა მოსალოდნელი უბედურებისგან და არაერთი ქალი გადაარჩინა. ერთ-ერთი ასეთი ქალის ისტორიას მოგითხრობთ - "ორსულად ვარ, ბავშვის მამა კი ამ მდგომარეობის მიუხედავად ახდენს ჩემს შევიწროვებას, არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით, არამედ ხელითაც მეხება. გუშინ გამოკვლევებზე ვიყავი კლინიკაში, რადგან ბავშვი მალე დაიბადება და "ისიც" ჩემთან ერთად იყო, წამით არ დამტოვა. როდესაც ექიმმა წამოწოლა მთხოვა და ფარდა ჩამოუშვა, სადაც გინეკოლოგიურად სინჯავენ ქალებს, უცებ ვწვდი მაჯაზე და ჩავჩურჩულე, რომ დახმარება მჭირდებოდა. "შავი წერტილის" კამპანიამ ძალა მომცა, რომ გამერისკა და დახმარება მეთხოვა. სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ ვიმშობიარებ. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ვარ სრულიად უსაფრთხოდ".



image


გაავრცელეთ სტატია, რომ ყველა მიხვდეს თუ რას ნიშნავს "შავი წერტილის" კამპანია და ასე მაინც შეწყდეს უსუსურ ქალებზე ძალადობა, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ საჭიროებს ჩვენს დახმარებას.




0
1568
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0