x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
რითი გავს სტურუას და ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია ერთმანეთს?

image
"ჩემს შვილს ჰქონდა პრობლემა "მეჯართესთან". წაუღია ჯართი ტაქსით და მოპარული არყის ქვაბები ჩაუბარებია. ამ ტაქსის მძღოლმა მოაკითხა და დატოვა წერილი, რომ ნახვა უნდოდათ მისი. ეს წერილი მივიტანე პროკურატურაში, დაკითხეს ეს მძღოლი, მაგრამ შედეგი არაფერია. არავის აინტერესებს სიმართლე. დაკავებულია გოდერძი თევზაძე და არ მინდა უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მაშინ, როდესაც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფალია. ჩემს შვილს იძულებით დააწერინეს წერილი და ჩამოკიდეს. არ მჯერა, რომ გოდერძი თევზაძე ჩემი შვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირშია, " - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
22 წლის დემურ სტურუამ სოფელ დაფნარში 2016 წლის 7 აგვისტოს თავი მოიკლა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე იტყობინებოდა. პროკურატურამ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა, თუმცა გოდერძი თევზაძე იმალებოდა. მოგვიანებით ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

image“წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს. ეს ძალიან მზაკვრულად იყო დაგეგმილი და ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა. თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება და ისიც იყო გამოკვლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, ისედაც მიხვდებოდა, რომ რამე რომ შემთხვეოდა მაინც ოჯახი გამოვიყენებდით იმ თანხას, ამას დაწერა რად უნდოდა. უბრალოდ, ეს სჭირდებოდათ იმიტომ, თვითმკვლელობის ვერსია რომ გამართლებული ყოფილიყო. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას და საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა. იცოდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა. რასაც შრომობდა, აგროვებდა”, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0