x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები მაფიის შესახებ
თუ განზე გავწევთ კინემატოგრაფის ყველა ესთეტიკურ წარმოდგენას, სინამდვილეში მაფია არის - კონსოლიდირებული ჯგუფი, რომლის მიზანია (როგორც ნებისმიერი სხვა ჯგუფის) რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მაფია ამას აკეთებს უკანონო გზით. ქვემოთ მოცემულია ათი საინტერესო ფაქტი მაფიის შესახებ.

image

1. თავის დროზე მაფიამ შეიყვარა პარმეზანის ყველი. შეიარაღებული ადამიანები არაერთხელ ესხმოდნენ თავს სატრანსპორტო საშუალებებს და იტაცებდნენ ყველს, ერთი თავი ყველი 1000-ზე მეტი ღირდა.

image2. " კოზა ნოსტრა"-ში მიღების რიტუალის დროს, კანდიდატს უწევდა გასაუბრების გავლა, სადაც ხატს მისივე სისხლს ასხურებდნენ, შემდეგ კი ცეცხლს უკიდებდნენ. ამის შემდეგ ახალბედა ვალდებული იყო დაედო ფიცი და ხელში ჭეროდა ცეცხლმოკიდებული ხატი.


image3. სიცილიური მაფიოზები აიძულებენ ქალაქ პალერმოში საწარმოების 80% -ს გადაიხადონ დაცვის ფული, ე.წ რეკეტი. ამის წყალობით, მაფია ყოველწლიურად უზარმაზარ თანხებს იღებს.

image4. 2003 წელს ადვოკატ ანტონიო დილორენკოს მიერ ორგანიზებული იქნა ხელმოწერათა შეგროვება, სიცილიის პროვინციაში ქალაქ კორლეონეს სახელის შეცვლის მიზნით. ადვოკატი იმედოვნებდა ქალაქის ცუდი რეპუტაციის გაქარწყლებას, რომელიც მას ფილმ " ნათლია" -ის წყალობით ერგო. მაგრამ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

image5. ამერიკული "კოზა ნოსტრას" წევრებს ეკრძალებათ წვერის ტარება, რათა განსხვავდებოდნენ, სხვა დაჯგუფებებისგან, ე.წ. "ულვაშინი პიტებისგან"

image6. ფილმ "ნათლია"-ს შექმნა მართლაც იყო საშიში მისი ავტორების სიცოცლისთვის. ნიუ – იორკის მაფიოზებმა ა გადაწყვიტეს, რომ ფილმი არ შეეაბამებოდა რეალობას, ამიტომაც ცდილობდნენ მისი წარმოების ჩაშლას: ქუჩის საპროტესტო აქციებიდან სიკვდილის მუქარამდე.

image7. გრისელდა ბლანკო - ნარკობარონესა, მკვლელობის მეთოდის გამომგონებელი, როდესაც მოტოციკლისტი ცხრილავს მსხვერპლს მის გვერდით ჩავლისას. 200-ზე მეტ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საინტერესოა, რომ 1983 წლის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მას არ მიუსაჯა პატიმრობა, იმ მიზეზით, რომ ქალებს არ შეუძლიათ ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა.

image8. ჭორების თანახმად, Columbia Pictures-მა, გასულ საუკუნეში დაიქირავა მაფიოზები, სემი დევისზე ზეგავლენის მოსახდენათ. კინოკომპანიის ხელმძღვანელები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მომღერალი ახლო ურთიერთობაში ყოფილიყო თეთრკანიან კიმ ნოვაკთან, ამიტომაც ამ ურთიერთობის დასრულებას შეეცადნენ.

image9. იტალიის ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფი Ndrangheta, რომლის სავარაუდო წლიური ბრუნვა 53 მილიარდ ევროს შეადგენს, აკონტროლებს ევროპაში კოკაინის ბაზრის 80% -ს და არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაცია მსოფლიოში.

image10. ნიუ – იორკის მაფიის ბოსი, ჯენოვესის ოჯახიდან, ვინსენტ გიგანტე, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავს შეშლილად ასაღებდა. მას შემდეგ, რაც, 60-იანი წლების ბოლოს გიგანტემ სასჯელს თავი დააღწია, გაითამაშა რა ფსიქიკური აშლილობა, გადაწვიტა გაეგრძელებინა თავის მოჩვენება დაზღვევის მიზნით. გიგანტე სეირნობდა ნიუ-იორკის ქუჩებში პიჟამასა და ჩუსტებში. მხოლოდ მას შემდეგ რაც 2003 წელს გაასამართლეს რეკეტიერვისთვის, მაფიოზმა აღიარა, რომ სრულიად ჯამრთელია და ფსიქიკური პრობლემები არა აქვს.

image


0
366
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0