x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რამდენით და როგორ ეხმარებიან ევროპული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს?
მაშინ, როცა საქართველოში “მოღვაწე” პარტიების აბსოლუტური უმრავლესობას ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისთვის პანდემიის პერიოდში გაწეული მიზერული შემწეობაც კი “პოპულიზმად” და “კომუნისტობად” მიაჩნია და ხმის ჩახლეჩამდე ითხოვს ყოველგვარი დახმარებების შეწყვეტას, მსოფლიოს ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა გარემოებათა გამო უბრალოდ არ გაუმართლათ (ასეთი გარემოებები კი ნებისმიერის ცხოვრებაში ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს), ეხმარებიან და თანაც იმხელა თანხებით, რომ საქართველოში ამაზე დაქირავებული ადამიანებიც კი ვერ იოცნებებენ, რომლებიც კვირაში 6 დღეს სრულ განაკვეთზე თვიური 150 ევროს გამო იწყვეტენ წელებს.


სტატიაში მოცემულია დახმარებათა ის ოდენობა, რასაც დასახელებული ქვეყანა საკუთარ მაცხოვრებლებს სთავაზობს:


გერმანია


გერმანიაში სოციალური დახმარების მოცულობა 409 ევროა. დახმარების მიმღები გადასახადებს არ იხდის. ხოლო თუ მას საცხოვრებელი არ გააჩნია, სახელმწიფო ამ თანხასაც ურიცხავს.



ლუქსემბურგი


აქ სოციალური დახმარება 1466 ევროზე მეტს შეადგენს. საჭიროებებისდა მიხედვით შესაძლებელია ასევე დამატებითი დახმარების მოთხოვნაც. გარდა ამისა, თუ მუშაობთ ისეთ სამსახურში, რომელიც მინიმალური სახელფასო თანხით ვერ უზრუნველგყოფთ, სახელმწიფო დანაკლისს გიფარავთ. მინიმალური ხელფასი აქ 2071 ევროა (შედარებისთვის საქართველოში 20 ლარია).


შვეიცარია


986 ფრანკი - ასეთია ერთ ადამიანზე გათვლილი სოციალური დახმარების მოცულობა ალპების ამ ლამაზ ქვეყანაში. თუმცა, ბოლო პერიოდში მსჯელობა მიდის, რომ ეს თანხა 30 %-ით უნდა შემცირდეს. დახმარების მისაღებად თქვენ იმის დამტკიცება მოგიწევთ, რომ ყველაფერს აკეთებთ, რათა სამუშაო იშოვოთ. გარდა ამისა, ეს 986 ფრანკი სესხია - თქვენ აუცილებლად მოგიწევთ მისი უკან დაბრუნება სახელმწიფოსთვის დახმარების მიღების შეწყვეტიდან 5 ან 20 წლის შემდეგ.


ავსტრია


ავსტრიაში სოციალური დახმარების მოცულობა 885 ევროს შეადგენს. ის ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ეს არის ძირითადი თანხა, ხოლო მეორე - თანხა ბინის ხარჯებისთვის.


საფრანგეთი


აქ სოციალური დახმარების მოცულობა თვეში 560 ევროა. მაგრამ თუ დახმარების მიმღებს პარტნიორიც ჰყავს, რომელიც ასევე არ მუშაობს, ამ შემთხვევაში ეს თანხა 840 ევრომდე იზრდება.


სოცდახმარება

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0