x
მეტი
  • 23.09.2020
  • სტატია:103501
  • ვიდეო:347768
  • სურათი:467811
"ალმასების თვალისმომჭრელი ბრწყინვალება და ფარანჯა". როგორ ცხოვრობენ სინამდვილეში აღმოსავლეთის იდუმალი ქალები

image


აღმოსავლელი ქალების ცხოვრება არაერთი საიდუმლოებით არის მოცული. ევროპელების ცნობიერებაში მათ შესახებ მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს, რომლებიც ერთმანეთში მჭიდროს არის გადაჯაჭვული. მოდით, ერთად გავარკვიოთ, როგორ ცხოვრობენ, რა ეკძალებათ და სინამდვილეში რა უფლებებით სარგებლობენ აღმოსავლელი ლამაზმანები. მოგეხსენებათ, რომ არაბულ ქვეყნებში ქორწინების უმრავლესობა უხუცესთა ნებას ემყარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გოგონას საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს.


image


მაგალითად, თუ საცოლეს მისი მომავალი მეუღლე არ მოსწონს, მას უფლება აქვს ქორწინებაზე უარი თქვას, როგორც ცნობილია, არაბულ ქვეყნებში, წყვილებს შორის საქორწინო კონტრაქტი სავალდებულოა. ქალები, პრივილეგირებული მამაკაცებისგან განსხვავებით, სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებზე იშვიათად თხოვდებიან, კანონის თანახმად, ქორწინებისთვის მინიმალური ასაკი - 18 წელია.


image


აღმოსავლურ სამყაროში, გაგიკვირდებათ და, როგორც ქალთა ასევე კაცთა ქორწილი არსებობს. მამაკაცის წვეულება არა უმეტეს 4 საათს გრძელდება და ძირითადად, ის მუსაიფისა და ჩაისა და ყავის სმის მეტს არაფერს მოიცავს, ქალის ქორწილი კი ბევრად უფრო პომპეზურად გამოიყურება, ვინაიდან პატარძალს საშუალება ეძლევა საგანგებოდ, მასთან შეკრებილი სტუმრების წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით, ძვირადღირებული სამკაულებითა და უძვირფასესი კაბით წარსდგეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება მამაკაცებს სასტიკად ეკრძალებათ.


image


საქმროს მისვლა საცოლის ოჯახში წინასწარ ცხადდება, რადგან ქალბატონებმა აბაიათი შემოსვა უნდა მოასწრონ, თუ მომავალი მეუღლე ოთახში მამის ან ძმების თანხლებით შესვლას დააპირებს, მაშინ პატარძალსაც მყისიერად აბაიათი მოსავენ. ქალის სილამაზე ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან საგანგებოდ იმალება. გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ყველა არაბ მამაკაცს ერთდროულად რამდენიმე მეუღლის ყოლის ფუფუნება არ აქვს, თუმცა თუ მეუღლე ასეთ სურვილს გამოთქვამს, ცოლს უფლება არ აქვს მას შეეწინაღმდეოს, შესაბამისად, იძულებულია საყვარელი მამაკაცის ამ ახირებას ზედმეტი ყოყმანის გარეშე დასთანხმდეს.


image


კაცს შეუძლია ქალს მას შემდეგ გაშორდეს, რაც სამჯერ გაიმეორებს სიტყვას - "წადი". ამ შემთხვევაში, მეუღლე ვალდებულია სახლი დაუყონებლივ დატოვოს და თან მხოლოდ ის სამოსი და საიუველირო ნაკეთობანი წაიღოს, რაც მას კონკრეტულ მომენტში აცვია ან უკეთია. ალბათ სწორედ ამიტომ, არაბი ქალები სახლშიც კი, ძვირადღირებული სამკაულებით ყოფნას ამჯობინებენ. თუმცა განქორწინების უფლება ქალსაც აქვს, ეს კი იმ შემთხვევაში ხდება თუ მეუღლე მას ფინანსურად სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს: არ დაყავს რესტორნებში და არ ყიდულობს ძვირადღირებულ საჩუქრებს.


image


არაბულ სამყაროში ეგრეთ წოდებული "ყოველკვირეული ქალთა დღეები" არსებობს, როდესაც ყველა სავაჭრო ცენტრი და სილამაზის სალონი ექსკლუზიურად მხოლოდ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მუშაობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუსლიმი ქალები ყველაფერს მამაკაცებთან შეთანხმებით აკეთებენ. ოჯახურ გარემოში არაბი ქალი - დედოფალია, რომელიც ფუფუნებაში ბანაობს, თუმცა ქუჩაში გასვლისას, აღმოსავლელი ლამაზმანები იძულებულები არიან საკუთარი სილამაზე გარეშე თვალისგან უკვე აბაიას მიღმა დამალონ.


image






0
415
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
415