x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მატყუარებო და ცრუპენტელებო! დედამ შემოგითვალათ, რომ არანაირ სოციალურად დაუცველთა სიაში არ არის" - მიხეილ რამიშვილი

image


23 წლის, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში, მისი ოჯახის ერთ - ერთი წევრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება და ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას საკუთარი დედა მარტოხელა მოხუცების სოციალურად დაუცველთა სიაში ჰყავს, რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდა კატეგორიულად უარყოფს: "მატყუარებო და ცრუპენტელებო! დედამ შემოგითვალათ, რომ არანაირ სოციალურად დაუცველთა სიაში არ ყოფილა და არც არის, მხოლოდ პანდემიის დროს ორჯერ დაურეკეს და მოვიდნენ. ერთხელ იყვნენ, როგორც უთხრეს წითელი ჯვრიდან, ხოლო მეორედ ქ.თბილისის მერიიდან და მოიტანეს მცირე ნობათი. გარდა ამისა ქ-ნ გულნაზი ისეთ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს, რომ ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა სოციალურად დაუცველთათვის, ის მხოლოდ პერიოდულობით გამგეობას მიმართავს წერილობით მედიკამენტებისთვის, რომელიც მას კანონის თანახმად ეკუთვნის. გასაგებია შენთვის?"- დაწერა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ფეისბუქგვერდზე. ახლა, კი გთავაზობთ იმ "სქრინშოტს", რომელსაც მიხეილ რამიშვილის საჯარო პაუხი მოჰყვა.



image






0
2063
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2063