x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

image


ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა სამდღიანი გლოვა კოროვირუსით დაღუპულ მსხვერპლთა საპატივცემლოდ . ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს ვებსაიტზე გაკეთებულ განცხადებაში.


”ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი ტრაგედია არასდროს მომხდარა. 100 ათასი ადამიანი, რომელთაც ჰქონდათ სახელი, პროფესია, პროექტები და ოცნებები. 100 ათასი სიცოცხლე, რაომლებმაც დატოვეს საკუთარი კვალი სამყაროში და სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ესენი არიან ქალიშვილები და ვაჟები, რომლებიც აღარ იქნებიან მშობლებთან. ესენი არიან მშობლები, რომლებსაც ამ კვირას არაფერი აქვთ აღსანიშნავი ."-ნათქვამია უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, დიას ტოფოლი(Dias Toffoli)-ის განცხადებაში.


ბრაზილიაში 9 აგვისტოს კორონავირუსის გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა და 100 477 ადამიანი შეადგინა. ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში 905 ადამიანი დაიღუპა.


პანდემიის დაწყებიდან ლათინური ამერიკის ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონ პაციენტს გადააჭარბა.


მთლიანად მსოფლიოში დღეის მონაცემებით 19, 8 მილიონი ადამიანი არის ინფიცირებული, აქედან გარდაიცვალა 729, 586, ხოლო გამოჯანმრთელდა 12, 7 მილიონი პაციენტი.

0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0