x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103588
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ჰიტლერზე თავდასხმა – ოპერაცია "ვალკირია"
image


ჰიტლერზე თავდასხმის შეთქმულება მოხდა 1944 წლის 20 ივლისს. მის აფეთქებას სწორედ მაშინ აპირებდნენ, როცა შტაუფენბერგმა (შეთქმულების მთავარი პირი) პორტფელი იმ მაგიდის ქვეშ ამოდო, რომელიც ჰიტლერის წინ იყო განთავსებული. ეს ადგილი სპეციალურად იყო შერჩეული, რადგან ადგილი სადაც ჰიტლერი იჯდა მუხის ხის სქელი საყრდენები ფიურერისკენ იყო მიშვერილი.


ფიურერი იხსნა ბრანდტის (ჰოიზინგერის მოადგილე) მოულოდნელმა მოქმედებამ, როდესაც რუისკენ დაიხარა შემთხვევით ფეხი წამოსდო პორტფელს და მუხის საყრდენის მეორე მხარეს გადააგდო.


აფეთქება მოხდა 12 საათსა და 42 წუთზე. სტენოგრაფი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო შემდგომ კი მიღებული ჭრილობებისგან – ბრანდტი, კორტენი და შმუნდტი. თავად ჰიტლერი ამ შემთხვევას მცირე სიდამწვრით გადაურჩა.



ეს გეგმა ცნობილია კოდური სახელწოდებით "გეგმა ვალკირია", რომელიც გარდა ფიურერის მკვლელობისა სხვა ოპერაციებსაც მოიცავდა, იგივე მაღალჩინოსნების დაპატიმრებებს და პუტჩს.


"ვალკირიის გეგმის" ორგანიზატორები და მონაწილენი იყვნენ: მთავარი ორგანიზატორი – კლაუს ფონ შტაუფენბერგი, ასევე ჰანს ოსტერი, ლუდვიგ ბეკი, ერვინ ფონ ვიცლებენი, კარლ ფრიდრიხ გიორდელერი, ჰენინგ ფონ ტრესკო, ფრიდრიხ ოლბრიხტი, ფრიდრიხ ფრომი, ვერნერ ფონ ჰაფტენი, "უდაბნოს მელად" წოდებული წარჩინებული გენერალი ერვინ რომელი და სხვანი.


image


ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე იყო აგრეთვე გერმანიის სამხედრო დაზვერვის "აბვერის" ხელმძღვანელი ვილჰელმ კანარისი. იგი იყო ერთ ერთი იმ მოღვაწეთაგანი, რომლებიც ფარავდნენ კარლ ლიბკნეხტისა და როზა ლუქსემბურგის მკვლელებს. 1945 წლის აპრილში კანარისი, ოსტერი, დონანი, გერე და ბონჰეფერი ერთად დახვიტეს.


image


დასჯა შეთქმულების ოჯახის წევრებზეც გავრცელდა. იგივე შტაუფენბერგის ბავშვები ჩააბარეს ბავშვთა სახლებში და მათ გვარი მეისტერი მისცეს, მეუღლეს გვარი კი – შანკი გაუფრომეს.


ყველაზე დელიკატურად მოექცნენ ერვინ რომელს. 1944 წლის 14 ოქტომბერს მასთან მივიდა ჰიტლერის გამოგზავნილი ორი "მოციქული" – გენერლები ბუნგდორფი და მაიზელი და გადასცეს ულტიმატუმი: ან თავის მოკვლა ან წარსდგომა სასამართლოს წინაშე. სუიციდის შემთხვევაში ჰიტლერი ჰპირდებოდა ბრწყინვალე სახელმწიფო დაკრძალვას. ამ დროისთვის რომელი არც იყო გამოჯანმრთელებული ავტოკატასტროფის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებებისაგან და თავის სახლში იმყოფებოდა ხერლინგენში, ულმის მახლობლად.

იგი ჩაჯდა მანქანაში და თავის სახლიდან ცოტა მოშორებით საწამლავი დალია. ოფიციალურ მიზეზად კი გამოაცხადეს, რომ გარდაიცვალა დაზიანებების გართულების შედეგად.


image

0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0