x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103588
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467968
წითელი ბარათი თუ მეტოქეს მიახველებ-ახალი საფეხბურთო წესები ინგლისში
image

ინგლისელ მსაჯებს ფეხბურთში აწი უფლება ექნებათ აჩვენონ წითელი ბარათი იმ მოთამაშეებს, რომლებიც სპეციალურად მიახველებენ მოწინააღმდეგეს ან ოფიციალურ პირებს, - ამის შესახებ წერს ბრიტანული The Times.


გაზეთის ცნობით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) მოამზადა დეტალური საინფორმაციო ინსტრუქციები მსაჯებისთვის, რომლებსაც მატჩებზე კოროვირუსული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით უწევთ მუშაობა.


ახალი წესების თანახმად, თუ მსაჯი დაააფიქსირებს ხველების აშკარა აქტს მატჩის ერთ-ერთი მონაწილის ან სტადიონზე მყოფი ოფიციალური პირების მიმართ, მათ უნდა მიმართონ დისციპლინურ მოქმედებას, რაც მოედანიდან გაძევებით გამოიხატება. ეს მოთხოვნა ვრცელდება ინგლისის ყველა საფეხბურთო ლიგაზე.



ამასთან, წესებში ნათქვამია, რომ მსაჯებს ევალებათ გოლების აღნიშვნის დროს ფეხბურთელებს შორის სოციალური დისტანციის მონიტორინგი. აღნიშნული წესი ასევე გავრცელდება იმ მოთამაშეებზე, ვინც ახლო მანძილიდან მსაჯის ან მოწინააღმდეგის მიმართულებით დააცემინებს.

თუმცა ისიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსაჯებმა არ უნდა დასაჯონ ის მოთამაშეები, თუ ისინი განზრახ არ ახველებენ.

The Times- ი წერს, რომ ამიერიდან, სამეფო პროკურატურა საზოგადოებაში განზრახ დახველებას უთანაბრებს პოტენციურ დანაშაულს-დარტყმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას და განიხილება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.


დიდ ბრიტანეთში 8 აგვისტოს მონაცემებით კორონავირუსით მთლიანდ დაინფიცირდა 309 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 45, 501 .

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0