x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აგვისტოს ომის რუსული ვერსია
image

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ 1991 წელს დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს, ისევ შეიჭრა ცხინვალში.

ამ დღეს, 00.06 წუთზე, საქართველომ დაიწყო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქისა და სხვა დასახლებების დაბომბვა დიდი კალიბრის იარაღიდან. ქართველი სამშვიდობოების მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა კონფლიქტის ზონაში ჩატარებულ ოპერაციას "სამხრეთ ოსეთში საკონსტიტუციო წესრიგის დამყარება" უწოდა.


ორი საათის შემდეგ, საქართველომ განაცხადა სამხრეთ ოსეთთან ომის დაწყების შესახებ. რამდენიმე საათის შემდეგ, ჩრდილო ოსეთის მოხალისეები მოძმეებს მიეშველენ. ... იმავე დილით, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, აფხაზეთის ჯარები საქართველოს საზღვრისკენ დაიძრნენ.


საქართველოს პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა მოუწოდა რუსეთს დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს.


8 აგვისტოს, 16 საათზე, რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ცხინვალში შევიდა. 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა დაიკავეს ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე უბნები.

9 აგვისტოს ცხინვალში ფსკოვიდან ჩავიდნენ 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები.

სამხრეთ ოესთში გადმოსროლილი იქნა 98-ე საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფი ივანოვოვიდან, აგრეთვე 45-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკის სპეცდანიშნულების რაზმი. ქართული ჯარი დანებდა და დატოვა პოზიციები ცხინვალში. 10 აგვისტოს დილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ჯარების გაყვანის შესახებ სამხრეთ ოსეთიდან.21:40 წუთზე ცხინვალი მთლიანად დაექვემდებარა რუსი სამშვიდობოების კონტროლს.

image

9 აგვისტოს აფხაზეთმა დაიწყო შეიარაღებული ოპერაცია კოდორის ხეობის ზედა ნაწილში. 11 აგვისტოს, აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბლოკა კოდორის ზედა ნაწილი. რუსი სამშვიდობოები მოითხოვდნენ, რომ კოდორში მყოფ ქართულ ჯარებს დაეყარათ იარაღი. საქართველომ უარყო ულტიმატუმი. შედეგად, 2008 წლის 12 აგვისტოს, აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანთავისუფლა კოდორის ხეობა ბრძოლის გარეშე.


12 აგვისტოს, 13:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა სამშვიდობო ოპერაციის დასრულება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.


სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 1500-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 67 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაიღუპვის შესახებ განაცხადა.

2008 წლის 12 აგვისტოს, მოსკოვში ჩამოსულ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრაზე, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ოპერაცია სამხრეთ ოსეთში დასრულდა იმის გამო, რომ მთავარი მიზანი მიღწეული იყო: დაცული იყვნენ რუსი სამშვიდობოები და სამოქალაქო პირები.


დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეიმუშავეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა, რომელსაც ხელი მოაწერეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოს და რუსეთის ხელმძღვანელებმა.


ხუთდღიან ომს გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვა. 2008 წლის 26 აგვისტოს დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.


0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0