x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მართალია შაქარას საქმე მედიისთვის ჩაკეტეს, მაგრამ ჩიტებისთვის ვერა, ორი ახალი ამბავია" - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორ ახალ ინფორმაციას ასაჯაროებს, ერთი ის, რომ გამოძიება ატარებს გარბენს, თუმცა დროში ვერც ის ეტევა და მეორე, ის რომ შემთხვევის ადგილას, მეორე დღეს ნიკა ჟვანიას გარდა, გაგნიძე, მახარაძე, რევაზიშვილი და ცერცვაძეც იმყოფებოდა: " შაქარას მკვლელობის საქმეზე რა ხდებაო, -მკითხეს წუხელ! ორი ახალი ამბავია: ამჯერად გამოძიება ატარებს გარბენს და ექსპერიმენტებს, მაგრამ ვერც ისინი ეტევიან დროში. მართალია შაქარას საქმე მედიისთვის ჩაკეტეს, მაგრამ ჩიტებისთვის ვერა. ნიკა ჟვანიას გარდა, მეორე დღეს, შემთხვევის ადგილას გაგნიძე, მახარაძე, რევაზიშვილი და ცერცვაძეც იმყოფებოდნენ. ჰო, "ლიდერფუდის" კამერების მომდევნო დღის ჩანაწერებიც რომ ამოღებულია, საქმეში რატომ არ დევს?! p.s.ე.წ. მოდერნ "კოლეგებთან" ბოდიში, თუ უკეთესი წყაროები მყავს" - დაწერა ელისო კილაძემ.




0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
290