x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
20 საინტერესო ფაქტი ცხოველებზე, რომლებიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ მათ

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანებს და ცხოველებს ერთნაირი ემოციები აქვთ, როდესაც თავიანთი სახეობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მაგრამ ბევრმა არ იცის ის ფაქტი, რომ ცხოველებიც გარკვეულ სიტუაციაში ისევე მოქმედებენ, როგორც ადამიანები. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ცხოველებზე, რომლებიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ მათ:

1. ზღვის წავებს ხელჩაჭიდებულებს სძინავთ, რათა დინებამ ერთმანეთს არ დააშოროს.

image

2. წავები თავიანთ პატარებს აჩვენებენ, როდესაც საფრთხეს გრძნობენ, ამით ისინი თავდამსხმელს თავს აცოდებენ.

image

3. ციყვები უნებლიედ წელიწადში ათასობით ხეს რგავენ, იმიტომ რომ ავიწყდებათ მარცვლებს სად მარხავენ.

image

4. დელფინებს არა მხოლოდ თავიანთი ენა აქვთ, ისინი ერთმანეთს სახელებსაც ეძახიან, როდესაც რომელიმეს პოვნა უნდათ.

image

5. პოლარული ცულთავები თავიანთ პარტნიორებთან მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩებიან.

image

6. მოლუსკებს სქესის შეცვლა და არჩევა შეუძლიათ, ეს იმაზეა დამოკიდებული შესაჯვარებლად რომელი სქესი სჭირდებათ.

image

7. ცხენთევზებს ერთმანეთი კუდით უჭირავთ რომ არ დაშორდნენ.

image

8. მამრი ლეკვები თამაშის დროს ხშირად ამარჯვებინებენ მდედრ ლეკვებს, რათა დაუახლოვდნენ და უკეთ გაიცნონ.

image

9. ქუოკა მსფლიოში ყველაზე ბედნიერ ცხოველად ოთვლება

image

10. ძროხები ერთმანეთს უმეგობრდებიან და დაშორების შემთხვევაში სტრესს განიცდიან.

image

11. პინგვინი წყვილები მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად არიან, გარდა ამისა დიდ დროს ხარჯავენ ლამაზი ქვის ძებნაში, რითაც პარტნიორს ერთად ყოფნას სთავაზობენ. (ფაქტობრივად ხელს სთხოვენ )

image

12. რვაფეხები ბრწყინავ ნივთებს და ნიჟარებს აგროვებენ და თავიანთი სამალავის ირგვლის დებენ. ამით თავიანთ სახლს მალავენ.

image

13. წიწილები ერთმანეთს ეკონტაქტებიან მაშინაც კი, სანამ გამოიჩეკებიან. ამისთვის მათ ხმების სპეციალური სისტემა აქვთ.

image

14. წითელ პანდებს ძალიან ფუმფულა კუდები აქვთ. ისინი მათ ზამთარში იყენებენ გადასაფარებელივით გასათბობად.

image

15. თეთრი დათვები ერთმანეთს ცხვირის მიდებით ესალმებიან. იგივეს შვრებიან, როდესაც საჭმლის თხოვნა უნდათ.

image

16. პატარა სპლიყვები თავიანთი ხორთუმების ბოლოებს წოვენ დასამშვიდებლად, როგორც პატარა ბავშვები თითს.

image

17. მაშინაც კი, როდესაც გრიზლის ბელი იზრდება და ბუნაგიდან გადადის, თავის ბუნაგს მაინც დედასთან ახლოს აწყობს.

image

18. როდესაც პატარა კოალა დედის ჩანთაში აღარ ეტევა, დედა მას ზურგით ატარებს.

image

19. კატები იშვიათად ეფერებიან თავით ადამიანებს ან სხვა კატებს. თავების მიდებით ისინი აჩვენებენ რომ ენდობიან მათ.

image

20. ციყვები უდედოდ დარჩენილ პატარა ციყვებზე ზრუნავენ ხოლმე

image

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0