x
image
ირინა მ.
Mediator image
გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image

პრაქტიკულად ყველასთვის ნაცნობია რობინზონ კრუზოს ისტორია. ზოგმა ის დენიელ დეფოს რომანიდან შეიტყო, ზოგმა-ფილმების გმირების საშუალებით. უამრავი სურათი არსებობს, რომელიც გადაღებულია ცნობილი რომანის მოტივების მიხედვით. მაგრამ ყველაზე საყვარელი იტალიური ფილმი გახდა, რომელიც ეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა. მთავარი როლი კომედიაში "სენიორ რობინზონი", შეასრულა ცნობილმა იტალიელმა კომიკოსმა პაოლო ვილაჯომ.

image


ამჯერად, ამ ფილმის შემქმნელებმა, გადაწყვიტეს ოდნავ შეეცვალათ სიუჟეტი, კერძოდ, პარასკევას როლის შემსრულებელი, არა მამაკაცი (როგორც ეს რომანშია), არამედ ქალია. შესაძლოა ამანაც შეუწყო ხელი ფილმის ასეთ წარმატებას.

image

პარასკევას როლი შეასრულა მსახიობმა ზეუდი არაიამ. ბრწყინვალე კარიერას მან თავისი მომხიბვლელი გარეგნობით მიაღწია. არაია დაიბადა ეთიოპიაში. სამშობლოში სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც გზა გაუხსნა ნათელი მომავლისკენ. ერთხელაც იგი პროდიუსერმა კლაუდიო გიგიოლიმ შეამჩნია და იტალიაში მიიწვია სამუშაოდ.

image


თავდაპირველად გოგონა მოდელად მუშაობდა და რეკლამებში იღებდნენ. მოგვიანებით კინოში მიიღო როლები. მისი პირველი როლი სამსახიობო კარიერაში იყო ლუიჯი სკატინის ეროტიკულ კომედიაში.

image

გოგონას მამა არ მიესალმებოდა ასეთ შემოქმედებას, რადგან იგი ცნობილი პოლიტიკოსი იყო და ეშინოდა, რომ მის რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებდა.

დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. მსახიობს უკვე ბევრად სერიოზულ როლებს სთავაზობდნენ. "სენიორ რობინზონის" გარდა, ზეუდი არაია გადაიღეს არანაკლებ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა "ნეაპოლის დეტექტივი" და "დღის დასაწყისი".

image


არაიამ კინოკარიერას დღეს უკვე თავი დაანება. ჯერ კიდევ 90-ებში ტელე და კინოპროდიუსერობას მიჰყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში მან წარმატებებს მიაღწია.

image

წლები მიდიოდა და ყველაზე ლამაზი პარასკევას გარეგნობაც იცვლებოდა. დღეს, 43 წლის შემდეგ ძნელია მასში ამოიცნო ის გოგონა, რომელიც ასე შეუყვარდა მაყურებელს, მაგრამ ამის გამო იგი ნაკლებად ნიჭიერი არ გამხდარა. ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან ყველას წლები გვემატება, ასაკში შევდივართ, და ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ღირსეულად უნდა მივიღოთ.


image

0
2820
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
2820
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0