x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დანაოჭებული კისერი და ჩამქრალი მზერა": ბელუჩის ახალმა ფოტოებმა ყველა შოკში ჩააგდო

image


მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ - ერთი ყველაზე ლამაზი და სასურველი ქალი მონიკა ბელუჩი პაპარაცებისა და ჟურნალისტების მხრიდან ყოველთვის გადამეტებული ყურადღებით სარგებლობდა. იტალიელი ლამაზმანის თითოეულ ნაბიჯს მსოფლიო პრესა გამადიდებელი შუშით აკვირდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მისი ცხოვრებისეული გზა ფრანგ მსახიობ ვინსენტ კასელთან სამუდამოდ გაიყარა.


image


ლამაზმანის თითქმის არც ერთი გასეირნება პაპარაცებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთში, დასასვენებლად მყოფი ვარსკვლავი, პაპარაცებმა ლანჩზე, საკუთარ მეგობართან ერთად ფეხით მიმავალი დააფიქსირეს და რამდენიმე ფოტოც გადაუღეს, რითიც იტალიური კინოს მშვენება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს.



image


შავ - თეთრი ტონალობის პრინტის, საზაფხულო კაბაში გამოწყობილი მსახიობი, მოშიშვლებული მხრებით გარშემო ყველას ყურადღებას უნებურად იპყრობდა.


image


სელებრითის ახალი ფოტოები ინტერეტსივრცეში ვირუსივით გავრცელდა, ვარსკვლავის ერთგული თაყვანისმცემლები საყვარელი მსახიობის მიმართ საქებარ სიტყვებს და კომპლიმენტებს არ იშურებდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ყველასთვის საყვარელი "მალენას" გარეგნობაში აქცენტს პირველ რიგში, მის დანაოჭებულ კისერსა და ჩამქრალ მზერაზე აკეთებდა.



image






0
771
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
771