x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გასაოცარი თვითმფრინავი, რომლითაც წლის ბოლოს ტურისტები კოსმოსში იფრენენ
SpaceShipTwo - ასე ეწოდება მფრინავ ხომალდს, რომელიც რაკეტის და თვითმფრინავის “ნაზავს” წარმოადგენს და რომელსაც ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ი ამზადებს. ხომალდის დანიშნულება ტურისტების კოსმოსში გაყვანაა. ბილეთის ფასი კი ამ სულ რაღაც 3, 5-საათიანი მოგზაურობისთვის 20 ათასი ამერიკული დოლარი იქნება.


სფეისშიპი


ტურისტებს SpaceShipTwo ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ღია კოსმოსში გაიყვანს, სადაც მოგზაურები 6 წუთის მანძილზე ღვედებს მოიხსნიან, სრულ უწონადობას შეიგრძნობენ და დედამიწის არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან.


სფეისშიპი



თვითმფრინავი 6 ტურისტსა და ორ პილოტზეა გათვლილი. აქედან ერთი პილოტი უხელმძღვანელებს SpaceShipTwo-ს, ხოლო მეორე - White King Two-ს, რომელიც ძირითად ხომალდს 16 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს, რის შემდეგაც საფრენ აპარატს მოსცილდება, რომელსაც რაკეტული ძრავა ჩაერთვება. სწორედ ამ ძრავამ უნდა გაიყვანოს ობიექტი ე. წ. “კარმანის ხაზის” მიღმა ანუ ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც სრული უწონადობა სუფევს.


სფეისშიპი


საინტერესოა, რომ Virgin Galactic-ს 800 ბილეთი საკუთარ კოსმოსურ რეისებზე წინასწარ უკვე გაყიდული აქვს. ხომალდმა წარმატებით გაიარა ყველა საჭირო გამოცდა და შორეული ფრენებისთვის მხოლოდ ლიცენზიას ელის.


0
392
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0