x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: რატომ გვაქვს სექსი გარესამყაროსგან იზოლირებულ პირობებში?
რატომ აქვს ადამიანს მოთხოვნილება, შეუმჩნეველი დარჩეს სექსის დროს? როგორც უახლესმა კვლევამ სცადა დაემტკიცებინა, მსგავსი მისწრაფება კულტურის შედეგად არ არის განპირობებული და ზეკულტურული ხასიათის მქონეა. ამ ქცევის ახსნას ციურიხელი მეცნიერი საკუთარი ჰიპოთეზით ცდილობს და ამბობს, რომ მისი მიზანი სოციალური კონფლიქტების თავიდან აცილება და პარტნიორზე კონტროლის მოპოვებაა.


აღნიშნული ქცევა გამოიკვლია იცხაკ ბენ მოშამ, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. თავდაპირველად მკვლევარი ცდილობდა იმის გარკვევას, თუ რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მსგავს ქცევას კულტურული ნორმის ხასიათი ჰქონოდა. ამისათვის მეცნიერმა უამრავი წყარო გააანალიზა და მსოფლიოს 249 კულტურაში არსებული ქცევათა მოდელები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ყველა კულტურაში პარტნიორებს აქვთ მოთხოვნილება, დარჩნენ რაც შეიძლება შეუმჩნევლები მაშინ, როცა სექსი აქვთ.


კვლევის ფარგლებში დაკვირვება ცხოველთა სამყაროზეც განხორციელდა. როგორც აღმოჩნდა, სოციუმში მცხოვრები ცხოველების სახეობათა უდიდესი ნაწილი საკუთარ სექსუალურ ქცევას მხოლოდ მაშინ ასაიდუმლოებს, როცა რანგით უფრო მაღალ საფეხურზე მდგარი თანამოძმის წინაშე ანგარიშის ჩაბარება უწევს. სექსი ღიად აქვთ დომინანტ ინდივიდებს, მათ შორის კი ჩვენს უახლოეს ნათესავებს ცხოველთა სამყაროდან, ადამიანის მსგავს მაიმუნებს.


მაგრამ მაინც რატომ იქცევა ადამიანი ასე? რატომ მალავს საკუთარ სექსუალურ ქცევას? მოშას ჰიპოთეზის მიხედვით ამით ადამიანი ცდილობს, სხვა ადამიანების აგზნება შეაკავოს, რასაც კონფლიქტების წარმოშობა შეუძლია. ხოლო რადგან ადამიანი ძალიან მკვეთრად არის სოციუმზე ორიენტირებული, სექსუალური აქტის ფარულად განხორციელება თვითგადარჩენის ჩვეულებრივი მექანიზმია.



სექსი

0
365
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0