x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103453
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
ყურადღება, სახლში გამეორება არ სცადოთ: ახალი სილამაზის ტრენდი, რომელსაც დერმატოლოგები არ გირჩევენ
ყველაფერი კარგი არაა, რასაც TikTok-ზე გვანახებენ.

TikTok-ში გამოჩნდა ახალი ტრენდი მზისგან დამცავი კრემით, რომელიც ბოლო დროს პოპულარულია.

image

ამ ტრენდის მიხედვით, მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ იმ ნაწილებზე უნდა წაისვათ, სადაც ჰაილაითერს ისვამთ. ხოლო იქ, სადაც თქვენ კონტურს ისვამთ, უკრემოდ უნდა დატოვოთ. ამრიგად, სახე მზეზე ნაწილობრივ წითლდება და ბუნებრივ მზის კონტურს იღებთ.



დერმატოლოგების თქმით, ეს ნიშნავს სიმსივნის მოზიდვას.

image

თქვენ მზისგან დამცავი კრემი აუცილებლად სხეულის ყველა შიშველ ნაწილზე უნდა წაისვათ, განსაკუთრებით ზაფხულში. კანის სიმსივნის რისკთან ერთად მხოლოდ ნაწილობრივმა დამწვრობამ შეიძლება ნაწილობრივი პიგმენტაცია გამოიწვიოს. ნაადრევი სიბერის ნიშნებზე არაფერი რომ არ ვთქვათ. მზესთან ხუმრობა არ ღირს.


რა თქმა უნდა, შინაურული ნიღბების მომზადება TikTok–მდეც არსებობდა.

image

შინაურული ნიღბები, რომელთაც ქალები კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთელი ისტორიის განმავლობაში იყენებდნენ, ასევე პოპულარულია TikTok–ზე. იმ განსხვავებით, რომ ამ პლატფორმაზე განსაკუთრებით პოპულარულია ექსტრემალური და გიჟური მასალებით შექმნილი ნიღბები, უფრო მეტი ნახვა და მოწონება დააგროვონ.


სილამაზესთან რბოლაში თქვენ შეიძლება კანს დიდი ზიანი მიაყენოთ.

image

არ შეიძლება სახეზე წაისვათ ყველაფერი, რაც სამზარეულოში ცუდად დევს. მჟავე ხილი, როგორიცაა ლიმონი, ფორთოხალი და მათი წვენი უშუალოდ კანზე არ უნდა წაისვათ. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ მასალას, როგორიცაა საკვები სოდა, დარიჩინი. თუ დამწვრობის მიღება და სახეზე ლაქების გაჩენა არ გსურთ, ასეთ თვითნაკეთი ნიღბებისგან თავი შორს დაიჭირეთ, განსაკუთრებით ზაფხულში.


შინაურული პილინგი ისევე პოპულარულია, როგორც შინაურული ნიღბები.

image

ყავის ნალექის პილინგი ტიკტოკამდეც არსებობდა, თუმცა ბოლოს ახალ თაობას შორის მისი პოპულარობა გაიზარდა. აქ გამოიყენება არა მხოლოდ ყავა. კოჭა, სახამებელი, შაქარი–ქვიშა ასევე პოპულარული ინგრედიენტებია.


ამ პროდუქტებს თქვენი კანის დაზიანება შეუძლიათ.

image

ტრენდის გამო გამოყენებულ პროდუქტებს კანზე ბზარების გაჩენა შეუძლიათ. ყავის და შაქრისგან განსხვავებით, ათასობით ტესტირების შემდეგ წარმოებული პილინგი შეიცავს ნაწილაკებს, რომლებიც კანს არ აზიანებენ.


ახალი ტრენდია სახის ტონიკის მომზადება ყვავილებისა და მცენარეებისგან.

image

ვარდის წყალი კანისთვის კარგია, მაშინ ვარდის ფურცლები წყალს რატომ არ უნდა ავურიოთ და სახეზე წავისვათ? ლამაზი და ახალი ყვავილების გამოყენებით ტიკტოკის წარმომადგენლები ტონიკს სილამაზის სამყაროში რევოლუციარად წარმოაჩენენ.


არ შეიძლება ყველაფერი ორგანულად მიიჩნიოთ, რაც ბუნებაშია.

image

მცენარე შეიძლება შეიცავდეს მტვერს, ქიმიურ პრეპარატებს, მწერის ნარჩენებს. ამის გარეშეც, ზოგიერთი მცენარე შხამიანია და კანის ph სტრუქტურას არ შეესაბამება. სახლის პირობებში ჰიგიენის ყველა წესის დაცვის გარეშე მომზადებულ ტონიკში ბაქტერიები მრავლდება.


წამწამების აპრეხვა სახლის პირობებში ჩვენს ცხოვრებაში კარანტინის დროს შემოვიდა.

image

წამწამების აპრეხვის პროცედურამ სილამაზის სალონებიდან სახლში გადმოინაცვლა. ხალხი, რომლებმაც მზა კომპლექტი შეიძინეს, ამ მოწყობილობას ტიკტოკზე სხვებს უზიარებენ.


თმის შეღებვა და წარბების მოვლა სახლშიც შეიძლება, მაგრამ წამწამები მხოლოდ პროფესიონალს უნდა ანდოთ.

image

ექსპერტების თქმით წამწამებთან დაკავშირებული რაიმე პროცედურის ჩატარება არ ღირს იქნება ეს შეღებვა, აპრეხვა თუ ლიფტინგი. ნებისმიერი პროცედურა საკმაოდ რთული იქნება, რადგან თქვენ თვალების ბოლომდე დახუჭვა მოგიწევთ. წამწამების და თავად თვალის დაზიანების დიდი ალბათობა არსებობს.


ასევე დაგაინტერესებთ:

გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია

image

ბანანის მაკიაჟი ჭორფლებით – ახალი ფერადი ტრენდი

image

18 სასაცილო და თამამი ტრენდი 2000-იანებიდან, რომლებიც კვლავ აქტუალური გახდა

image

გვერდი არ აუაროთ: ახალი მოდური ტრენდი - „ლაქი“ კბილებისთვის

image

ბეჭდის ტარების ყველაზე ექსტრემალური მეთოდი, რომელიც ახლა მოდაშია

image

0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
322