x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ - „შერატონ ბათუმში“ მარკ მენსონის წიგნის წარდგენა გაიმართება
image


თუ თქვენთვის სამყარო და თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები ზედმეტად მძიმეა, მაშინ დროა ფეხებზე დაკიდების ნატიფ ხელოვნებას დაეუფლოთ.


უფრო მეტიც, თუ ფიქრობთ, რომ ჯოჯოხეთურ, მოჯადოებულ წრეში ხართ გამოკეტილი... თუ ადვილად ბრაზდებით, ძალიან სულელური, უმნიშვნელო რამეებიც კი გაცოფებთ და ვერ გაგიგიათ, რა არის ამის მიზეზი. თუ თავს ისე მოწყენილად და მარტოსულად გრძნობთ, რომ ამაზე ერთი გაფიქრებაც კი გიმძაფრებთ სევდას, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწროთ ღონისძიებას „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც მარკ მენსონის წიგნის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ წარდგენაც გაიმართება. NEW YORK TIMES-ის ამ ბესტსელერმა, საქართველოში, „ბიბლუსის“ ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის დაიკავა პირველი ადგილი. წიგნის პირველი 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში.


მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.



წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.


მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.


ისტორიები, რომლებსაც ღონისძიების დროს მოისმენთ, დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერება სწორედ პრობლემის მოგვარებას მოაქვს. გაიგებთ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.


14 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაზე სკიპერები იქნებიან: კომპანია Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე, „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი დავით ჩიკვაიძე და ტრენერი და ბლოგერი ანდრო დგებუაძე.


დავით ჩიკვაიძე: „ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ.“


ღონისძიება 14 აგვისტოს 19:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

ბილეთების შესაძენად გადადით მითითებულ ბმულზე

ღონისძიების ბმული

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0