x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საინტერესო ფაქტები ქვეყანაზე, რომელიც კიდევ უფრო ჩაკეტილია ვიდრე ჩრდილოეთ კორეა

ყველამ იცის, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩაკეტილი ქვეყანაა, რომ კიმ ჩენ ინი ისე მართავს სახელმწიფოს როგორც მოესურვება და ხელისშემშლელი არავინ ჰყავს, წარმოიდგენდით, რომ არსებობს კიდევ ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო ჩაკეტილია და უფრო სულელური კანონები აქვს ვიდრე ჩრდილოეთ კორეას?

ეს ქვეყანა კი თურქმენეთია. ქვეყანა, სადაც უცხოელ ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ შესვლა, უცხოელებისთვის ძალიან რთულია იქ მოხვედრა, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კი საზღვრის გადაკვეთა აკრძალული აქვთ. ინტერნეტში ვერ იპოვით ამ ქვეყნის სურათებს, რადგან ფოტოების გამოქვეყნება აკრძალულია, თვითონ ქვეყანაში კი ინტერნეტის მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ასევე, ქვეყნის შიგნით აკრძალულია უცხოური ლიტერატურის შეტანაც.

ახლა კი წაიკითხეთ მათი კანონები, რომლებიც სავარაუდოდ კიმ ჩენ ინს მოეწონებოდა:

1. უცხოელი საქმრო სახელმწიფოს 50 000 $ ს უხდის საცოლისთვის

image

2001 წელს სახელმწიფომ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც უცხოელ საქმროს უნდა “გამოესყიდა'' სახელმწიფოსგან საცოლე 50 000 დოლარად. ეს კანონი 2007 წელს ახალმა პრეზიდენტმა გააუქმა და ახალი შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, წყვილი ქვეყნის ტერიტორიაზე მინიმუმ 1 წელი უნდა ცხოვრობდეს, უცხოელ მასმაკაცს უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება ქვეყანაში და რაც მთავარია საქორწილო კონტრაქტი უნდა გააფორმონ.

2. ოქროს კბილები აკრძალულია

image

2004 წლიდან საჯარო მოხელეებს აკრძალული აქვთ ოქროს კბილების ჩასმა, დრეს-კოდი ყველას ეხება, მამაკაცებს არ უნდა ჰქონდეთ გრძელი თმა, წვერი ან ულვაშები, ქალებს არ შეუზლიათ მოკლე კაბებით სიარული. სკოლებსი კი ხშირად ამოწმებენ მოსწავლეებს, აცვიათ თუ არა ტრადიციული ტანსაცმელი.

3. მაკიაჟი და თმის შეღებვა აკრძალულია

image

მაკიაჟი ყველასთვის აკრძალულია, ტელევიზიის წამყვანებსაც კი აკრძალული აქვთ გრიმის წასმა. ასევე აკრძალულია თმის შეღებვა, დაშვებულია მხოლოდ პრეზიდენტისთვის.

4. თვეებს მმართველის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელები

image

ქვეყნის პირველი პრეზიდენტი საპარმურატ ნიაზოვი იყო, მისი კულტის ალბათ კიმ ჩენ ინსაც შეშურდებოდა, ნიაზოვი თავმდაბალი ნამდვილად არ იყო. იანვრის თვეს თავის საპატივცემულოდ შეუცვალა სახელი, პრილს გარდაცვლილი დედის სახელი დაარქვა, ხოლო სამართლიანობის ქალღმერთის სახედ ასევე პრეზიდენტის დედაა გამოსახული. მთელს თურქმენეთში 14 000 ზე მეტი პრეზიდენტის ქანდაკებაა დადგმული, მათგ შორის ოქროს ქანდაკებებიცაა.

5. შიდსი, ოპერა და ბალეტი აკრძალულია

image

2001 წლიდან თურქმენეთში აიკრძალა ოპერა და ბალეტი. ასევე პრეზიდენტმა აკრძალა ინფექციური დაავადებები. შიდსის ხსენებაც კი აკრძალულია.

6. პრეზიდენტის საძულველი ფერი აკრძალულია

image

2015 წლიდან პრეზიდენტის ბრძანებით აიკრძალა შავი მანქანების ყოლა. რადგანაც მისი თქმით შავ ფერს უბედურება მოაქვს.

7. ქალებს აკრძალული აქვთ მანქანის მართვა

imageimage

2017 წლიდან აკრძალულია ქალებისთვის ავტომობილის საჭესთან დაჯდომა.

8. საზღვარზე კამერებს ამოწმებენ

image

ვინაიდან თურქმენეთში სურათების გადაღება არ შეიძლება, საზღვარზე ხალხს კამერებს უმოწმებენ.

0
454
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0