x
მეტი
  • 22.09.2020
  • სტატია:103454
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467735
"ბიბლიის განმარტებების" მე-16 ტომიდან დაიწყება ახალი აღთქმა", - წერილი რედაქტორისგან
image


გამომცემლობა პალიტრა L-სა და ჟურნალ „კარიბჭის“ ერთობლივმა პროექტმა - წიგნების სერიამ „ბიბლია განმარტებებით“ - პირველი ტომების გამოცემისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.


პროექტში აქტიურად ჩაერთო სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრა, სერიის შემქმნელებს რამდენჯერმე შეხვდა პატრიარქი და დალოცა ისინი. თეოლოგები, მრევლი, სასულიერო პირები საუკუნის უმნიშვნელოვანეს პროექტად აფასებენ ამ გამოცემას.


მე-15 ტომში დასრულდება ძველი აღთქმის განმარტებები, მე-16 ტომიდან დაიწყება ახალი აღთქმა და ჩვენ გავხდებით თანამონაწილენი საოცარი პროცესისა - ვნახავთ, როგორ აღსრულდება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი ყოველი ფრაზა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ყოველი დეტალიც კი, როგორ აღასრულებს უფალი ადამიანისათვის მიცემულ დაპირებას, აღთქმას.



როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.


იშვება განკაცებული მაცხოვარი და ძველაღთქმისეული აკრძალვის კანონების ნაცვლად, სრულიად ახალ, სიყვარულის ცოდნის მოძღვრებას დაგვიწესებს ცხონებისათვის.


ახალი აღთქმის პირველი ნაწილია "ოთხთავი", ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა", "კათოლიკე ეპისტოლენი", "წმინდა მოციქულ პავლეს ეპისტოლენი" და "გამოცხადება იოანესი", ანუ "აპოკალიფსისი".


ახალი აღთქმის განმარტებებს 9 ტომი დაეთმობა. მათში ერთად იქნება თავმოყრილი წმინდა მამათა განმარტებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც დღემდე ქართულ ენაზე არ იყო თარგმნილი.


მკითხველს ვპირდებით, რომ ეს ტომები იქნება სულის დიდი დღესასწაული.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0