x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ააიპ „დედოფლისწყაროს ქალები" -ს საქველმოქმედო აქცია გრძელდება (ვიდეო)
image


ააიპ „დედოფლისწყაროს ქალები" აგრძელებს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებას სახელწოდებით - "სიკეთე ადამიანების გადასარჩენად". მეორე ეტაპზე კიდევ 23 ბენეფიციარს დაურიგდება 100 ლარიანი პაკეტი და ის გაჭირვებულ მრავალშვილიან დედებს, მოხუცებს და მივიწყებულ ინტელიგენციას შეხვდება.


„ვფიქრობთ ეს დახმარება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ოჯახებს, რომლებსაც მართლაც ეკონომიური სიდუხჭირე აქვთ. თუმცა, ეს მხოლოდ მცირედია იმასთან შედარებით, რაც ამ აქციებიდან დავინახე და ხალხის გასაჭირი ვიგრძენი. ადამიანებს სოფლად მართლაც უჭირს და ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს დახმარება, “ - აღნიშნა „დედოფლისწყაროს ქალების“ ხელმძღვანელმა ლალი მეხრიშვილმა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „დედოფლისწყაროს ქალები“ პანდემიის დაწყების შემდეგ სიღნაღშა და დედოფლისწყაროში საქველმოქმედო აქციების ციკლს ახორციელებს. პროექტი რამდენიმე კვირაში დასრულდება.



0
17
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0