x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვახო სანაია კომპანია "ზეგზე": "პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის" - ნახეთ, რა სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს ჟურნალისტი

image


ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში კომპანია "ზეგ"-ის საქმიანობის შესახებ, რომელშიც 23 წლის გარდაცვლილი, პროგრამისტი გოგონა თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მუშაობდა პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტის თქმით, საიტს რომელსაც ზემოხსენებული კომპანია დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებდა, პორნოგრაფიულ ვიდეო მასალაში ქართულ ენაზე საუბარი ისმის, შესაბამისად, ირკვევა რომ ვებგვერდზე ატვირთული პორნოგრაფია საქართველოშია გადაღებული. ტელეწამყვანი აქვე განმარტავს, რომ კომპანია "ზეგი" ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს ეკუთვნის, რომელიც ასევე "ტროპიკალ ემბისის" მფლობელია, პორნოსაიტი კი, რომელსაც ჟურნალისტი განგებ არ ასაჯაროებს „ტროპიკალ ემბისისთან" არის დაკავშირებული: „იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა. რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ. საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი? მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული? საიტზე, რომელსაც კომპანია “ზეგ" უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია “ზეგს" რაიმე პასუხისმგებლობა. გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს. თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება? მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს? უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში? მოკლედ, რადგან მეჩვენაბა, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების. ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს. აქვე განმარტების სახით: კომპანია “ზეგი: ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია “ტროპიკალ ემბისი". ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტის მისამართი ( რომლის მისამართს აქ არ ვწერ ) დაკავშირებულია "ტროპიკალ ემბისისთან" - დაწერა ვახო სანაიამ საკუთარ გვერდზე.



0
271
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
271