x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არაერთხელ ვიფიქრე თვითმკვლელობაზე. შენზე ფიქრის გარეშე, არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს"
imageკომპანია „ზეგის“ თანამშრომელმა, ნიკა გეჯაძემ გამოძიებას წერილი მიაწოდა, რომელის ავტორიც სავარაუდოდ თამარ ბაჩალიაშვილია.


„თუ არ წაგიკითხავს, უკეთესია. მართალია, ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასდროს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტავ იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე, ის არის, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ, მოვქცეულვარ. გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს არც შეგნებულად და არც, შეუგნებლად.

პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის.

არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი, ან როგორ მიიღე. რა მოყვა ან, როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ, არც კი უსაფუძვლოდ. ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი, სულ ცოტა ყურადღება მაინც რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის. შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული. მახსოვს, ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან.


ამის ფონზე კი, შენი დაცვის იმედით გათამამებული, შენი მეგობარი, როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არფერს სხვას. იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ ასე, რომ ყოველი დღე კოშმარად ქცეულიყო ჩემთვის. შურისძიება მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა.

უფრო მეტად, რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება, გეტყვი, რომ არაერთხელ ვიფიქრე თვითმკვლელობაზე. შენზე ფიქრის გარეშე, არ ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, “- აღნიშნულია წერილში.


შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მახლობლად ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.


შსს-მ დიდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გმომდინარე გამოქვეყნა გამოძიების წინასწარი შედეგები, სადაც გამოქვეყნებულია ექსპერტიზის დასკვნა, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე თამარი მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. ხოლო გაუჩინარებამდე ერთი დღით ადეე 17 ივლისს, 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.




ასევე ექსპეტიზის დასკვნით ბაჩალიაშვილი გუგლის საძიებო სისტემაში ეძებდა სხვადასხვა მედიკამენტებს.


გამოძიებამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიიღო ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.



თუმცა ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, თამუნას დედა, თეონა თამაზაშვილი გამოძიებაში FBI-ის ჩართვას ითხოვს.

0
525
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0