x
მეტი
  • 27.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
სასწავლო პროცესის ჯგუფური დაგეგმვა
image

წარმატებული სასწავლო პროცესი მასწავლებლისაგან ეფექტურ დაგეგმვას მოითხოვს. გეგმა საკმაოდ მოქნილი უნდა იყოს, რათა მასწავლებელს სპონტანური ელემენტების დამატების შესაძლებლობას უტოვებდეს.

ჯგუფურ დაგეგმვას უდიდესი ღირებულება აქვს დაგეგმვის პროცესის გამარტივებისა და შედეგის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თითქმის ყვრლა სკოლაში მუშაობს ამა თუ იმ საგნის რამდენიმე მასწავლებელი. ჯგუფური მუშაობის გეგმა გულისხმობს მათ გაერთიანებას ერთიანი სასკოლო საგნობრივი გეგმის შემუშავებისათვის. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ყოველ პედაგოგს დაგეგმვის რთულ და შრომატევად პროცესს, დაეხმარება დროის დაზოგვაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საგნობრივი ჯგუფების მიერ მომზადებული ერთობლივი გეგმა ხარისხობრივად ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი იქნება, ვინაიდან სხვადასხვა პედაგოგის გამოცდილებისა და ცოდნის წყალობით იგი გამდიდრდება ახალი იდეებითა და მიდგომებით. ამგვარი ერთიანი გეგმის არსებობა ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს მასწავლებელთა ურთიერთჩანაცვლების პრაქტიკასაც.

ჯგუფური დაგეგმვა საკმაოდ ეფექტურია ერთმანეთთან დაკავშირებული საგნების სწავლების გეგმის შემუშავების დროსაც, მაგალითად: საბუნებისმეტყველო საგნების, ისტორია-გეოგრაფიის, ისტორიისა და ლიტერატურის მასწავლებლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მათ საგნებში განსახილველი, აზრობრივად დაკავშირებული მასალის სწავლების დაგეგმვა ერთი და იმავე პერიოდისთვის ისე, რომ მოსწავლეებისათვის უფრო გასაგები გახდეს კონკრეტული მოვლენა თუ ფაქტი. ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს უჭირთ ერთი მოვლენის შესახებ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის დაკავშირება, გაერთიანება.


სასწავლო პროცესს ჯგუფურად გეგმავენ ერთი და იმავე საფეხურის მასწავლებლები. მაგალითად, გრამატიკის სწავლებისას შედეგიანია იმის გათვალისწინება, თუ რა ისწავლეს წინა კლასში მოსწავლეებმა და რა უნდა შეისწავლონ მომდევნი კლასში. ამგვარუ დაგეგმვა მასწავლებლებს ხელს შეუწყობს დაიცვან პრინციპი— მარტივიდან- რთულისაკენ.


სასწავლო პროცესის ჯგუფურ დაგეგმვას აქვს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლებიც განსაზღვრავს მის ეფექტურობას:

1. აუცილებელია, ჯგუფის ყოველმა წევრმა შეიტანოს დაგეგმვის პროცესში საკუთარი წვლილი. სხვა შემთხვევაში, გეგმაზე ჯგუფურად მუშაობა აზრს კარგავს.

2. ჯგუფის მუშაობა უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული.

3. ჯგუფურად შემუშავებული გეგმის განხორციელების შეფასება ერთობლივად, ჯგუფურ ფორმატში უნდა მოხდეს. შედეგების ჯგუფურად განხილვა და შეფასება მომდევნო დაგეგმვის პროცესის დახვეწისა და ჯგუფის თითოეული წევრის პროფესიული ზრდის წინაპირობაა.

სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0