x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბილ გეიტსმა კორონავირუსზე უფრო სახიფათო კატასტროფა იწინაწარმეტყველა
imageმილიარდერმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა COVID-19-ზე უფრო სახიფათო კატასტორფა იწინასწარმეტყველა, ეს არის ჰაერის მუდმივი დაბინძურება, რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს.გეიტსმა ამის შესახებ საკუთარ ბლოგზე დაწერა.



Microsoft- ის დამფუძნებელის აზრით, რამდენიმე ათწლეულში, გლობალური ეკოლოგიური კრიზისი პლანეტას შეარყევს. გეიტსი თვლის, რომ კაცობრიობას უნდა ელოდოს სიკვდილიანობის ზრდას და ეკონომიკურ გაჭირვებას: "როგორი საშინელიც არ უნდა იყოს პანდემია, კლიმატური ცვლილებები შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს".

კატასტროფის შესაჩერებლად, ბიზნესმენი გვთავაზობს რადიკალურად შემცირდეს სითბურის გაზების გამოიყოფა ატმოსფეროში.

image


გეიტსი ამბობს, რომ თუ გარემოს დაბინძურება მომავალშიც გაუარესდება, სიკვდილიანობა და ეკონომიკური პრობლემები კაცობრიობას უფრო მეტ ხანს გაჰყვება, ვიდრე COVID-19-ის პანდემია. მისი თქმით, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პლანეტაზე ტემპერატურის მომატების შედეგად სიკვდილიანობა კოროვირუსისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას გაუთანაბრდება - დაახლოებით 14 დაღუპული 100 ათას ადამიანზე.ხოლო 2100 წლისთვის ეს ციფრი 100 ათას კაცზე 73 გარდაცვლილამდე გაიზრდება.


ბილ გეიტსი თვლის, რომ აუცილებელია მეცნიერების და ინოვაციების საშუალებით გამონაბოლქვების კონტროლი. ასევე გარემოსდაცვითი კატასტროფების წინააღმდეგ უნდა ვიმუშაოთ განვითარებად ქვეყნებშიც.

გეიტსი ამბობს, რომ COVID-19 -ის ვაქცინისგან განსხვავებით, რომელიც უკვე მომავალ წელს იქნება, "დაგვჭირდება ათწლეულები, რათა შეიქმნას და განხორციელდეს ყველა საჭირო ინოვაცია სუფთა ენერგიის სფეროში ".


image

ასევე დაგაინტერესებთ

მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას სირთულეები შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების ეტაპზე და შემდგომ განაწილებაზე, არამედ დაბრკოლება იქნება ვაქცინის გაკეთების მხრივაც.ამერიკელების სოლიდური ნაწილი ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს, არა და კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ...






გაერომ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღწერილია რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსს, დიდ ქალაქებში მაცხოვრებელთათვის. ჰაერის ძლიერმა დაბინძურებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს კორონავირუსის გააქტიურებას და გაზარდოს სიკვდილიანობის რიცხვი. დოკუმენტის თანახმად, დაავადებულთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, პირდაპირ კავშ...


გაიცანით სარა გილბერტი- ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა. როგორ მოახერხა სამი ადამიანის დედამ წარმატებული სამეცნიერო კარიერის შექმნა და როგორ ახერხებს გასწვდეს ერთდროულად სახლს და სამსახურს? ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფად უნდა ვ...


ლონდონის FluCamp- ის ლაბორატორიულმა ცენტრმა, გამოაცხადა მოხალისეების მიიღება, რომლებიც ნებაყოფლობით დაინფიცირდებიან კორონავირუსით და უკვე ათასამდე თანხმობა მიიღო. ამის შესახებ გაზეთი Daily Mirror იტყობინება. განცხადება 9 მარტს გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის ვაქცინის შექმნის...

0
844
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0