x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქმრის "მოკლული" ცოლი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი დაბრუნდა

image

ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ჩემოდანში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. ცხედარი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იპოვნეს და პოლიციას მიმართეს, სამართალდამცავებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბაზა გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ გარდაცვლილი 22 წლის ვარიშა ალია.(Warisha Ali )


გოგონას მშობლებმა ამოიცნეს ცხედარი და ბულანშეჰრას და ღაზიაბადის პოლიციას დაუყოვნებლივ გაუზიარეს თავიანთ ეჭვები - გოგონა მოკლა ქმარმა.

გოგონას მშობლების მტკიცებით, ქმარი და მისი მშობლები ცუდად ეპყრობოდნენ ვარიშას, ამცირებდნენ მას და სურდათ მისი მემკვიდრეობის მიღება.


-სამივე, გოგონას ქმარი და მისი დედა-მამა, დააკავეს, გაასამართლეს და ბულანდშეჰრეს ციხეში გაგზავნეს. Times of India -სი ცნობით საჩივარი ვარიშის ძმამ შეიტანა.

image

ვარიშას მშობლებმა ყველა რიტუალი შეასრულეს და "საკუთარი" ქალიშვილი პატივით დამარხეს; პოლიციელებმა წარმატებით „გახსნეს“ დანაშაული და საქმე მივიწყების პირას მივიდა, მაგრამ ექვსი დღის შემდეგ, 3 აგვისტოს ვარაშა თავად დაბრუნდა ქალაქში. ცოცხალი და უვნებელი, თან დიდად გაკვირვებული, როდესაც ნაცნობები მას შეშინებული ერიდებოდნენ.

image

როფორც გაირკვა, ოჯახში მორიგი ჩხუბის და კამათის შემდეგ ვარაშამ დაკრა ფეხი და მეზობელ ქალაქში წავიდა, სადაც ის თავის დროზე მუშაობდა და ბევრი ნაცნობი ჰყავდა.

პოლიციას კი მოუწევს სისხლის სამართლის საქმის ხელახლა აღძრვა, რომ დაადგინოს როგორც ჩემოდანში აღმოჩენილი გვამის, ასევე მკვლელის ვინაობის დადგენა.


0
362
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0