x
image
Culture Express
" მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.." - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელ გადაღებაზე?
image

ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის - ლიკა ქავჟარაძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კვლავ ვრცელდება ფაქტები, სხვადასხვა ადამიანის მოგონებები, თუ როგორ ცხოვრობდა ლეგენდარული ქალბატონი სოცოცხლის ბოლო წლებში. ერთ-ერთი ბოლო, დიდი გადაღება ლიკა ქავჟარაძეს ეკა ხოფერიას ჟურნალ "სითიში" ჰქონდა. "ლანვინის კაბა", "სელინის" ფეხსაცმელი - სხვადასხვა ბრენდებით მაშინ ლიკა ქავჟარაძე გაანებივრეს. ჟურნალმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჰოლივუდის ვარსკვლავივით ეგრძნობინებინათ თავი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალისთვის. ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღება
ფოტო სწორედ ამ გადაღებიდან


გადაღებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, საბოლოოდ მივიღეთ ისეთი ლაღი, ხალისიანი და მომაჯადოვებელი ლიკა ქავჟარაძე, როგორიც აქამდე კარგახანი არ გყვავდა ნანახი. თუმცა არავინ იცოდა, რა ხდებოდა კადრს მიღმა

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 2 წელზე მეტის შემდეგ, გადაღების გაუცხადებელ დეტალებზე ფოტოგრაფი მარი ნაკანი ალაპარაკდა:



image

" როდესაც ეკამ მითხრა რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო შიშმა ამიტანა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის.



როგორც იტალიელებს ჰყავთ მონიკა, ფრანგებს - კატრინ დენევი, გერმანელებს რომი შნაიდერი. ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის შეუდარებელი ეტალონი იყო. არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.



როცა მოვიდა მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.


მე კი მინდოდა თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო როგორ უყვარს მთელს ქვეყანას. ეგრძნო რომ ვარდია ხელუხლებელი, რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის, ეს მისდამი უდიდეს სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა.



ყველამ იცის როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე, ერთხელ ვინც დასწრებია ჩემს გადაღებას იცის რა მკაცრი ვარ. როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხვდები ცივი და საშიში

image( ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღების ფოტო)

~


მაგრამ აქ ვერ გავბედე, დავოპატარავადი, ხმა გამიქრა, ჩუმად ვიღებდი.



ჩემს წინაში ქალღმერთი იდგა. ლიკა ქავჟარაძე...


ლიკამ ალბათ იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ნელ-ნელა ხასიათზე მოვიდა, სიცილი დაიწყო, მიყურებდა და იპრანჭებოდა, აკეკლუცდა, გაიხსნა.

ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას მოულოდნელად შემომიტრიალდა და მითხრა:


მარი, მადლობა. იცი, მივხვდი რომ ძალიან მომნატრებია გადაღება. მომინდა რომ ვინმე რეჟისორმა კინოში გადამიღოს. არ იღებენ ეხლა ფილმებს? მკითხა და გადაიხარხარა

image

არასოდეს დამავიწყდება ეს სიცილი.


ჩემს წინ იდგა მზე და ფართო სპექტრით სინათლეს ასხივებდა.


მე და ეკამ (ხოფერია) ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით რომ ლიკას არავინ ეძახდა კინო გადაღებებზე. მივხვდით, რაც იყო მისი სევდიანობის მიზეზი. ჩუმად ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად ჩვენ გვრცხვენოდა.


სამწუხაროდ ლიკას ცხოვრებაში ეს მისი უკანასკნელი გადაღება იყო "

- ნათქვამია ფოტოგრაფის ფეისბუქ პოსტში

image

0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0