x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პასუხი იმ სულელურ კითხვებზე, რომლის გუგლში მოძებნაც დაგეზარათ
საკმარისია სინათლე ჩააქროთ, თავი დადოთ ბალიშზე და ეცადოთ მალე და კარგად გამოიძინოთ, რადგან ხვალ მეტად საპასუხისმგებლო დღეა, რომ თავში აზრების არევა იწყება და გებადებათ ისეთი უცნაური კითხვები, როგორიცაა მაგალითად - რატომ არ ერევა ერთმანეთს კბილის პასტის ტუბში არსებული სხვადასხვა ფერის მასა; მტრედებმა საიდან იციან წერილი ვისთან უნდა მიიტანონ; რატომ აქვს გველს ენა გამუდმებით გარეთ და ა, შ.


image



ამ და სხვა, მეტად უცნაურ კითხვებზე პასუხს, რომელიც ძალიან ბევრ თქვენგანს არ აძლევს ღამე მოსვენებას, სწორედ დღევანდელი სტატია გასცემს და ვიმედოვნებ, ამის წაკითხვის შემდეგ, თქვენი ღამეები, მეტად უშფოთველი და ტკბილი გახდება.



1. რატომ ყოფს გველი ენას გარეთ? image




გველის ენა, არა მხოლოდ გემოს იდენტიფიკატორია, ის ასევე ასე ყნოსავს. ამიტომ, ხშირად აქვს ენა გარეთ, რომ რაც შეიძლება ადვილად შეიყნოსოს მსხვერპლის სუნი და მიირთვას სადილად.





2. რატომ უშვებენ წიგნებს თავდაპირველად სქელი და გამძლე ყდით, ხოლო განმეორებითი ბეჭდვის შემთხვევაში, თხელი ყდით?image



თავდაპირველად, როდესაც წიგნი აქტუალურია და მოთხოვნადი, მას ბეჭდავენ ვიზუალურად უფრო მიმზიდველს და ხარისხიანს, რაც ასევე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მკითხველი იხდის ნებისმიერ თანხას, ოღონდ სწრაფად წაიკითხოს ის. ანუ, მარკეტინგული გათვლაა. როდესაც გამომცემლობის მიერ მოხდება მისი რეალიზაცია საკმარისი რაოდენობით, შემდეგ დაბეჭდავს თხელი ყდით, რომ ხარჯი უფრო ნაკლები იყოს.





3. რატომ არ ერევა ერთმანეთს სხვადასხვა ფერის კბილის პასტის მასა ტუბში? image



სხვადასხვა ფერის პასტის მასის ჩასხმა ტუბში ხდება სპეციალური დისპენსერის მეშვეობით ერთდროულად. ფერადი პასტის ქიმიური შემადგენლობები განსხვავებულია, ამიტომ მისი ფენები ერთმანეთს არ ერევა.





4. საიდან იციან ფოსტის მტრედებმა თუ სად მიიტანონ წერილი? image



საიდუმლო იმაშია, რომ მტრედები დაფრინავენ მხოლოდ ერთი მიმართულებით -სახლში. მათ წინასწარ წვრთნიან, სახლიდან გარკვეულ მანძილზე გადაიყვანენ და უშვებენ, ის აუცილებლად მიაგნებს ბინას (ბუდეს) და შინ დაბრუნდება. მათ ორიენტაციის ძალიან კარგი უნარი აქვთ, ამიტომ მიყავდათ მტრედები იმ ადგილას, საიდანაც სურდათ სახლში წერილი გაეგზავნათ და ატანდნენ მათ.





5. წამლის აბები რატომ არის სხვადასხვა ფერი და რატომ არ არის თეთრი ფერის ყველა მათგანი? image



აბის შეფერილობას ირჩევს წამლის მწარმოებელი კომპანია. აბის ფერი არანაირად არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე, თუმცა ის ერთ-ერთი მარკეტინგული ხრიკია ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებისათვის. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებელი მუქ აბებს აღიქვამს უფრო ეფექტურ მედიკამენტად.







0
208
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0