x
image
ლურჯი თოლია
10 ძალიან საინტერესო ფაქტი ცხოველებზე

image

სპილოს ერთ ჯერზე 135 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია.

თეთრ დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 30 კილომეტრზე იგრძნოს ზვიგენის გვამის სუნი. 1 მეტრიანი ყინულის ქვეშ მყოფ სელაპსაც სუნით გრძნობს.

დელფინი 200 მეტრის სიღრმეზე ჩადის და 15 წუთი შეუძლია გაძლოს ზედაპირზე ამოსვლისა და ჩასუნთქვია გარეშე.

სირაქლემას კვერცხი 1, 5 კილოგრამია. ეს კი 24 ცალი ქათმის კვერცხის ტოლფასია.

ცხოველთა შორის ყველაზე მძინარა, კოალაა. მას დღე-ღამეში 22 საათი სძინავს.

ჟირაფის კისერი დაახლოებით 2, 5 მეტრი და 11 კილოგრამია.

ზვიგენი იძულებულია სულ იმოძრაოს. მინიმუმ 3 კმ/საათში მაინც. სხვანაირად მის ორგანიზმს საჭირო ჯანგბადი არ მიეწოდება.

ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9 იმპულსს აკეთებს.

ნიანგის სქესი დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში ტემპერატურაზე. თუ კვერცხი 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე იჩეკება, ნიანგი დედალია, ხოლო 30°C გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, მამალი ნიანგები იჩეკებიან.

ვეფხვს არა მარტო ბეწვი აქვს ზოლიანი, არამედ კანიც.



0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0