x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
ახალი კვლევა: თურმე თევზებს სიყვარულის გამო წუხილი შეუძლიათ
ალბათ, არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, სიყვარულის გამო წუხილი და სევდა რომ არ განეცადოს, თუმცა როგორც ბურგუნდიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, მსგავსი რამ მხოლოდ ადამიანებს კი არა, თევზებსაც სჩვევიათ.


მეცნიერებმა შეისწავლეს ცენტრალურ ამერიკაში მობინადრე ფერადი ციხლიდების ქცევა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მონოგამიური წესით მრავლდებიან. ფრანგი მკვლევარებისთვის გასაოცრად თევზები ცდილობენ, ერთმანეთს ხასიათები შეუხამონ. ამრიგად, აგრესიული თევზი წყნარ პარტნიორთან მშვიდი ხდება. მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ისაა, რომ თევზები წუხილს განიცდიან პარტნიორებთან განშორების გამო.


კვლევისთვის, რომლის შედეგები ჟურნალში „Proceedings of the Royal Society B“ გამოქვეყნდა, 33 მდედრი ფერადი ციხლიდი იქნა გამოყოფილი, რომელთაც საშუალება მიეცათ, აერჩიათ პარტნიორი. მას შემდეგ, რაც მათ ეს მოახერხეს, საკუთარ პარტნიორებს გვერდიდან აღარ მოშორებიან.


მეცნიერებმა შეამჩნიეს, თუ როგორი რეაგირება მოახდინეს მდედრმა ფერადმა ციხლიდებმა მამრებზე, რომლებიც მათ არ აურჩევიათ და რომლებიც მკვლევარებმა მათ მიერ არჩეული პარტნიორების ნაცვლად მიუყვანეს თევზებს. მდედრი ფერადი ციხლიდები არასასურველ მამრებთან ყოფნისას ძალიან იშვიათად იძლეოდნენ ქვირითს და ძალიან დიდი დაგვიანებებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც თევზები სასურველ პარტნიორებთან მიჰყავდათ, არამარტო ქვირითის დაყრა უმჯობესდებოდა, არამედ წყლის ბინადრები უფრო ხალისიანად მოძრაობდნენ და საკუთარ საცხოვრებელ გარემოსაც მეტ ყურადღებას უთმობდნენ.



თქვენ წარმოიდგინეთ, მდედრმა თევზებმა არასასურველ პარტნიორებთან საჭმლის მიღებაზეც კი ნაწილობრივ უარი განაცხადეს.


აღსანიშნავია, რომ მონოგამიური ცხოვრების წესი ცოცხალ სამყაროში უფრო იშვიათობაა, ვიდრე ნორმა და პლანეტაზე მობინადრე მილიონობით სხვადასხვა სახეობას შორის მხოლოდ ერთეულები არიან მონოგამები. თუმცა წუხილი პარტნიორის დაკარგვის გამო ჩანს მონოგამიურად მცხოვრებ არსებებსაც ისევე ახასიათებთ, როგორც პოლიგამ ცხოველებს.


ციხლიდები

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0