x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
ვიდეო: ამოუცნობმა ობიექტმა მთვარის გვერდით დიდი სისწრაფით ჩაიქროლა

image




უცხო ობიექტმა წარმოუდგენელი სისწრაფით გადაუფრინა მთვარის ზედაპირს.



ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, დაუდგენელი ობიექტი როგორ დაფრინავს დედამიწის სატელიტის ზედაპირზე, შემდეგ კი სწრაფად გაქრება თვალთხედისგან. - იტყობინება პორტალი "Planetanovosti".





უცნაურ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია 25 ივლისს ქალაქ ბენდზინეში, მარეკ სლეიდის მიერ, შესანიშნავად ჩანს, თუ როგორ გადაიფრინა უცხო ობიექტმა წარმოუდგენელი სიჩქარით მთვარის წინ. ამოუცნობი ობიექტი მოძრაობდა ჰორიზონტალური ხაზის გასწვრივ და მისი გაქრობის მომენტამდე, მისი ფრენის ტრაექტორია არ შეცვლილა.






მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში წერენ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ობიექტი. ზოგმა მომხმარებელმა თქვა, რომ მან მოახერხა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გადაღება, რომელიც სატელიტის წინ დიდი სისწრაფით გაიფრინა.ზოგის აზრით, ეს შეიძლება ხელოვნური თანამგზავრიც ყოფილიყო. მომხმარებელთა სხვა ნაწილს სჯერა, რომ ეს მართლაც უცხოპლანეტელთა ობიექტია, რომელიც უცნობ უცხო ცივილიზაციას ეკუთვნის.




ასევე, იყო კომენტარებიც, სადაც წერდნენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საკმაოდ დიდი ფრინველი, რომელმაც ვიდეოს გადაღების დროს, მთვარესა და კამერას შორის გაიფრინა.





სინამდვილეში, თუ ეს იყო ერთგვარი მფრინავი ობიექტი მთვარეზე, მაშინ როდესაც ის მიაღწევდა სატელიტის ბნელ მხარეს, ის მაშინვე გაქრებოდა ხედიდან. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა და ობიექტი აშკარად ჩანდა მთვარის ბნელ მხარეზეც.





0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0