x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვარდისფერი დელფინები
image

"ბუნება იმდენად გაიწმინდა, რომ დელფინები დაბრუნდნენ ვენეციაში" ასეთი სათაურების ხილვა შეიძლებოდა ინტერნეტში, სულ ცოტა ხნის წინ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მაგრამ ამავდროულად, მსოფლიოს მეორე მხარეს, მოხდა მოულოდნელი - ვარდისფერი დელფინები უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან ჰონგ კონგის სანაპირო წყლებში.


ისინი იქ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ტურისტების და ადამიანური აქტიური მოქმედების არარსებობის პირობებში, თავი დაცულად იგრძნეს და სანაპიროს მოუალოვდნენ.

ვარდისფერს მათ მხოლოდ ხალხი უწოდებს, მეცნიერებისთვის კი ცნობილნი არიან, როგორც ჩინური თეთრი დელფინები, განეკუთვნებიან ინდო-წყნარი ოკეანის დელფინების ოჯახს (Sousa chinensis). მათი ნაშიერები იბადებიან შავები, მოგვიანებით იღებენ ნაცრისფერ ან თეთრ ფერს. და მხოლოდ ასაკთან ერთად იძენენ ვარდისფერ ელფერს.ყველა საზღვაო ძუძუმწოვრის მსგავსად, მათაც აქვთ კანის ქვეშ ცხიმის ფენა, ის ათბობს მათ ცივ ოკეანეში. თუ დელფინი ცხოვრობს თბილ წყლებში, მაგალითად, ჰონგ კონგის სანაპიროზე, საჭიროა სითბოს დაკარგვა, მას ამაში სისხლძარღვები ეხმარებიან. გაგრილების მექანიზმის ამოქმედებით, კანის ზედაპირთან განლაგებული სისხლძარღვების მეშვეობით დელფინი იძენს ბზინვარებას - ისევე, როგორც ჩვენ გვიწითლდება ლოყები ვარჯიშის შემდეგ ცხელ დღეებში.



ვარდისფერი დელფინები ცხოვრობენ არამხოლოდ ჩინეთში, არამედ ინდოეთის, ავსტრალიის სანაპიროებზე, ამაზონის და სამხრეთ ამერიკის შენაკადებში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.

ერთი რამ მეცნიერებმა დარწმუნებით იციან - ამ ცხოველების რაოდენობა მცირდება. ჰონგ კონგის დელფინთა დაცვის საზოგადოების თქმით 2003 წელს მინიმუმ 158 დელფინი ბინადრობდა ადგილობრივ წყლებში, ხოლო 2014 წლისთვის მათი რიცხვი 61-მდე შემცირდა. სავარაუდოდ დღესდღეობით მათი რიცხვი კიდევ უფრო მცირეა. და საქმე მდგომარეობს არამხოლოდ ადამიანის ინდუსტრიულ საქმიანობაში, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს დელფინების პოპულაციაზე, არამედ მათი გამრავლების თავისებურებაშიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში მდედრს შეუძლია გამრავლება მხოლოდ ერთ-ორჯერ, რამდენადაც შობადობათა შორის 4 ან 6 წელია განსხვავება. გარდა ამისა, ახალშობილთა დაახლოებით ნახევარი იღუპება. დიდი რაოდენობით თევზის ჭერა იწვევს იმას, რომ დელფინებს საჭმელად აღარაფერი რჩებათ, დაბინძურებული წყალი წამლავს ცხოველების ორგანიზმს და აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, ხოლო გემების მოძრაობამ შეიძლება მოკლას ისინი. ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი ან ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ მაკაოსა და მატერიკ ჩინეთს, მკვეთრად ამცირებს ვარდისფერი დელფინების ჰაბიტატს, ეს სულ ოფრო აშორებს დელფინებს ადამიანებისგან.

image

მიუხედავად ამისა, თავად ვარდისფერი დელფინები ძალიან მეგობრული და ცნობისმოყვარეები არიან ადამიანის მიმართ.

დროდადრო ისინი სანაპიროებს უახლოვდებიან ადგილობრივი მეთევზეების მოსანახულებლად, რომლებმაც დელფინებს მიანიჭეს მეტსახელი Hack-Kay ან Pak-Kay (შავი ტაბუ ან თეთრი ტაბუ). მათ მოახლოებასთან ერთად თევზი სადღაც ქრება. ვარდისფერ დელფინებს შეუძლიათ მარტო ცხოვრება, მაგრამ უფრო ხშირად ისინი ერთიანდებიან ჯკგუფში, სადაც 20-მდე დელფინია თავმოყრილი.

image

როგორც ჩანს, დელფინები ჰონგ კონგის წყლებში ცხოვრობდნენ დიდი ხნით ადრე, სანამ ადამიანებმა დაიწყეს ამ ტერიტორიის ათვისება.

პოპულარულები გახდნენ მხოლოდ 1997 წელს, როდესაც ვარდისფერი დელფინის გამოსახულება გახდა, ქალაქის დიდი ბრიტანეთისგან ჩინეთისთვის გადაცემის თილისმა.

ვარდისფერი დელფინების ხილვა შესაძლებელია არამხოლოდ აზიაში. ამაზონის რეგიონებში მათ " ბოუტოს" ეძახიან და, ძველი ადგილობრივი შეხედულებისამებრ, ისინი წყალქვეშა ქალაქის ენკანტეს მმართველები არიან.ზოგჯერ, როდესაც ამ ცხოველებს ვუყურებთ, გვგონია, რომ ლეგენდას რეალურად არსებობის ყველა შანსი გააჩნია - ისინი ზედმეტად ზღაპრულად გამოიყურებიან.

image

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0