x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
5 გასაოცარი ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ
ადამიანის სხეული დაახლოებით 120 ტრილიონი უჯრედისგან შედგება და გასაოცარ სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც მილიარდობით წლის მანძილზე ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა იმად, რაც დღეს არის. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ მას და სულ უფრო გამაოგნებელ აღმოჩენებს აწყდებიან, ამ სტატიაში კი ადამიანის სხეულის შესახებ იმ საკვირველ ფაქტებს წარმოგიდგენთ, რაც უკვე გამოკვლეულია, მაგრამ რაც ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის.


ადამიანის სხეული


1. ყურები და ცხვირი ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება


ბევრმა არ იცის, რომ ადამიანს ცხვირი და ყურები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება წლიურად დაახლოებით 0, 22 მილიმეტრით. ეს 2 სანტიმეტრზე მეტია 100 წლის ასაკამდე. როგორც კვლევამ ცხადყო, 97 წლის ასაკის ადამიანს იმაზე 1, 47 სანტიმეტრით უფრო გრძელი ცხვირი აქვს, ვიდრე ჰქონდა 30 წლის როცა იყო.



2. გრძელზე უგრძესი


დაუჯერებელია, მაგრამ ადამიანის ნერვული განშტოებების საერთო სიგრძე 780 კილომეტრს შეადგენს. მსგავსი მანძილი საკმარისია, რათა მთვარემდე მიხვიდეთ და ისევ უკან გამობრუნდეთ.


3. ადამიანი წელიწადში 3 კილოგრამზე მეტ კანის უჯრედებს კარგავს.


ადამიანი წუთში 30 ათას კანის უჯრედს კარგავს. მთლიანად კი კანი ერთ თვეში ახლდება. ამიტომ ალბათ უკვე იცი, თუ რისგან შედგება მტვერი შენი საწოლის ქვეშ.


4. კუჭის მჟავას საპარსის გადამუშავება შეუძლია


ადამიანის კუჭში არსებული მჟავა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, პირის საპარსი ფოლადის მოწყობილობა მოინელოს. ის ჩვენს კუჭს და შინაგან ორგანოებსაც მოინელებდა, რომ არა კუჭის უამრავი ფენისგან შემდგარი ლორწოვანი გარსი, რომლის უჯრედები ძალიან სწრაფად ახლდება.


5. დიდი და პატარა


ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი უჯრედი კვერცხუჯრედია, ხოლო ყველაზე მცირე - სპერმატოზოიდი.


ადამიანის სხეული

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0