x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"ვერც იპოვით ჩემს ცხედარს ისე გადავიკარგებიო“ უთქვამს მშობლებისთვის“ - ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროებს ბაჩანა ლობჟანიძე

image


გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ბაჩანა ლობჟანიძის მიერ მიცემული ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა სულ 3-ჯერ ჰქონდა, ლობჟანიძის თქმით, ამის შესახებ მას თამარის უახლოესმა მეგობარმა, დეა კაპანაძემ უამბო, რომელმაც დაადასტურა რომ სუიციდის მცდელობები მის გარდაცვლილ მეგობარს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჰქონდა. თამარის შეყვარებულად წოდებული ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ერთხელ თამარს მშობლებისთვის ისიც კი უთქვამს, რომ ისე გადაიკარგებოდა, რომ მის ცხედარსაც კი ვერ იპოვნიდნენ": "ბევრ რამეზე ვისაუბრეთ მე და დეამ, მათ შორის იყო ის, რომ თამარმა სამჯერ სცადა სუიციდი, უნივერსიტეტამდე, არ ვიცი ზუსტად. ვიღაცამ დაინახა, ახლობელმა ალბათ. ეს თემა ეხებოდა კონფლიქტს ოჯახში, მაგას მოჰყვა გვამის თემა, "ვერც იპოვით ჩემს ცხედარს ისე გადავიკარგებიო", უთქვამს მშობლებისთვის" – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 - დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.



0
693
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0