x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103453
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
სახელმწიფო „ფრონტერას“ თანამშრომლებს 1 200 ლარის დახმარებას გაუწევს
image

.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა. გაირკვა, რომ დედოფლისწყაროს საბადოზე დასაქმებული და შემდეგ პროტესტის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები საქართველოს მთავრობისგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.

.
თურნავას თქმით, ამჟამად, მთავრობა ფრონტერასთან "საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად შეხვედრისთვის ემზადებიან." ამავდროულად, თურნავას თქმით, დიდ პრობლემად რჩება იმ 84 თანამშრომლის სახელფასო დავალიანების საკითხი, რომელიც ფრონტერამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა.



"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარება გაუწიოს". – განაცხადა თურნავამ.


ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რადგანაც დღეს მათი საქმიანობის შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობს.


საქართველოს მთავრობა ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს.


ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის ზიანი, რაც ამ საქმის გამო მიადგა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს, სხვა შემთხვევაში კი კომპანიასთან კონტრაქტის მთლიანად გაუქმება იგეგმებოდა.


შეგახსენებთ, 4-5 აგვისტოს ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ დედოფლისწყაროს საბადოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 11 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

.

84 თანამშრომელს გასული წლის დეკემბერში კომპანიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად მათ სახელფასო დავალიანება ისევ არ მიუღიათ. ერთერთმა მათგანმა რამდენიმე კვირის წინ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

.

ამჯერად კომპანიამ მუშაობა განაახლა და გასულ წელს მოგროვილი ნედლეულის საბადოდან გატანა დაიწყო.

თანამშრომლებთან შესახვედრად არავინ გამოსულა, ამდენად აქციის მონაწილეებისთვის უცნობი დარჩა, როდის დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0