x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
"ოროსნები": 10 ცნობილი ვარსკვლავი, რომლებსაც საშუალო განათლებაც კი არ აქვთ

image


ყველა ამ ცნობილმა სელებრითმა სკოლა იმ წლებში მიატოვა, როდესაც დღევანდელი სკოლის მოსწავლეები ჯერ გეგმაშიც კი არ იყვნენ. ამიტომ გირჩევთ მათ კვალს ნუ გაჰყვებით.

image


რობერტ დაუნი უმცროსმა სკოლას თავი 17 წლის ასაკში დაანება და ხელი სამსახიობო კარიერას მიჰყო, მართლია ნარკოტიკების გამო მისი სიცოცხლე დიდი ხნის განმავლობაში ბეწვზე ეკიდა, თუმცა მან ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება საბოლოოდ მაინც მოახერხა და ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობადაც იქცა.


image


ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა. ის დისლექსიით (დისლექსია არის სწავლის უნარ - ჩვევების დარღვევის სახეობა, რომელსაც ნევროლოგიური ბუნება გააჩნია. სპეციალურ ლიტერატურაში დისლექსია განიმარტება, როგორც კითხვის უნარის ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ბავშვი კითხვის შესწავლის დროს მუდმივად იმეორებს ერთ და იგივე შეცდომებს, რაც სპეციალისტების დასკვნით აიხსნება კითხვის პროცესში მონაწილე უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების ჩამოუყალიბებლობით) იტანჯებოდა და ზოგადად ცუდადაც სწავლობდა. ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდა ბრენსონისთვის ერთხელ სკოლის დირექტორს უთქვამს, რომ ის ცხოვრებას ან ციხეში დაასრულებდა ან მილიონერი გახდებოდა. დირექტორის წინასწარმეტყველების მეორე ნაწილი ფაქტია რომ უკვე ახდა.


image


ამერიკელმა მომღერალმა შერიმ სკოლას თავი 16 წლის ასაკში მიანება და ფულის გამომუშავება მეორეხარისხოვან კლუბებში ცეკვით დაიწყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შერილინ სარქისიანი სკოლაში არც თუ ცუდად სწავლობდა, მაგრამ სწავლა "ოსკარის" მომავალ მფლობელს ნაკლებად აინტერესებდა, ის პოპულარობაზე ჯერ კიდევ ღრა ბავშვობიდან ოცნებოდა.


image


ცნობილმა ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა სამოდელო კარიერის გულისთვის სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა. სასკოლო განათლების არქონას გოგონასთვის ხელი არ შეუშლია მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გამხდარიყო.


image


კვენტინ ტარანტინომ სკოლა 15-16 წლის ასაკში ასევე კინოკარიერისთვის მიატოვა, რომელიც უნდა ითქვას, რომ ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანმა და სახელოვანმა რეჟისორმა საკმაოდ სამარცხვინოდ დაიწყო - ტარანტინო თავიდან პორნოგრაფიული კინოთეატრების ქსელის "Pussycat Theater" - ის კაპელდინერად მუშაობდა, რომელსაც პარალელურად, სცენარების წერასაც წარმატებით უთავსებდა, თუმცა დღესდღეობით -"უსახელო ნაბიჭვრების", "მოკალი ბილის", "ცოფიანი ძაღლების" და კიდევ სხვა, არაერთი მნიშვნელოვანი კინოსურათის ავტორი მთელ მსოფლიოში ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ რეჟისორად და სცენარისტად ითვლება.


image


ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჩარლი შინს მართლია სკოლა საკუთარი გადაწყვეტილებით არ მიუტოვებია, თუმცა ფაქტია რომ ცუდი ყოფაქცევისა და მუდმივი გაცდენების გამო ის სკოლის დამთავრებამდე, ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირით ადრე, სამარცხვინოდ გარიცხა.



image


რაიან გოსლინგმა, ისევე როგორც ჟიზელ ბიუნდჰენმა სკოლა საპატიო მიზეზით, კერძოდ კი - კინოკარიერის გამო მიატოვა, რომლის აწყობაც მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაიწყო, საგანმანათლებლო დაწესებულება კი, კანადელმა მსახიობმა 17 წლის ასაკში მიატოვა.


image


ჯონი დეპმა სკოლას თავი 16 წლის ასაკში დაანება, რადგან სურდა როკ-მუსიკოსი გამხდარიყო, თუმცა ორი კვირის შემდეგ მან აზრი ისევ შეიცვალა და სკოლას დაუბრუნდა, მაგრამ მომავალი ვარსკვლავი დაწესებულების დირექტორმა დაარწმუნა, რომ ის თავის სანუკვარ ოცნებას უნდა გაჰყოლოდა. დეპმა ოცნება მხოლოდ ნაწილობრივ აისრულა - მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეული პერიოდი ჯგუფ "Hollywood Vampires" -იც კი უკრავდა, ცნობილი მაინც ის მხოლოდ მსახიობობის წყალობით გახდა.


image


ჯიმ ქერის რთული ბავშვობა ჰქონდა - ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა, ამიტომ მას სწავლასთან შედარებით შრომა უფრო მეტად უწევდა, თუმცა, ჯიმს 16 წლის ასაკში სკოლა ამის გამო არ მიუტოვებია. ერთ დღეს მან მტკიცედ გადაწყვიტა, მშობლიური კანადა დაეტოვებინა და ჰოლივუდის დასაპყრობად გამგზავრებულიყო, რაც წარმატებით განახორციელა კიდეც. სხვათა შორის, მსახიობის ოჯახს იმ დროისთვის ფინანსურად უკვე აღარ უჭირდა.


image


ალ პაჩინომ სკოლა 17 წლის ასაკში მიატოვა, და ვინაიდან დედამ მას აღნიშნული საქციელი არ მოუწონა, მომავალ ვარსკვლავს სკოლასთან ერთად, მშობლიური სახლის დატოვება და დამოუკიდებლად, ზრდასრული ცხოვრების დაწყებაც მოუწია, სანამ ის ჰოლივუდის ერთ - ერთი წამყვანი მსახიობი გახდებოდა, ალ პაჩინომ მრავალი პროფესია გამოიცვალა, მათ შორის გაგიკვირდებათ და, ყველასთვის ცნობილი "ტონი მონტანა" გარკვეული პერიოდი თავს პროსტიტუციითაც კი ირჩენდა.





0
404
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
404