x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მგზავრის ჩემოდანში მისი ქმრის ჩონჩხი აღმოაჩინეს

მიუნხენის აეროპორტში დაუჯერებელი რამ მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბარგის შემოწმებისას ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში ადამიანის ძვლები იპოვეს. აღმოჩნდა, რომ პენსიონერი ქალი თავისი გარდაცვლილი ქმრის ჩონჩხის გადატანას მიუნხენისა და კიევის გავლით სომხეთში აპირებდა.

imageროგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩონჩხი დათვალიერებისას აღმოაჩინეს.. მაშინვე დააკავეს ბარგის მფლობელი 74 წლის ქალი და მისი 52 წლის ქალიშვილი, რომლებიც საბერძნეთიდან მშობლიურ სომხეთში აპირებდნენ აწ გარდაცვლილი ქმრისა და მამის ნეშტის ჩატანას.

მათ პოლიციას მამაკაცის გარდაცვალების ცნობა წარუდგინეს. დოკუმენტის თანახმად, მამაკაცი 2008 წელს გარდაიცვალა და საბერძნეთის ქალაქ სალონიკთან ახლოს დაასაფლავეს. თუმცა, ოჯახმა გადაწყვიტა მშობლიურ სომხეთში დაბრუნებულიყო და ნეშტის გადასვენებაც ამ გზით-ჩემოდნით მოიფიქრეს.

საბოლოოდ პოლიციამ ქალებს გზის გაგრძელების ნება მისცა, რადგან მიცვალებულის ძვლების ჩემოდნით გადატანა კანონს არ ეწინააღმდეგება.

0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0