x
image
beko777
ბესო ჩუბინიძე: - მე მჭირდება ახალი ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ისეთი, როგორი საქართველოსთვისაც ვიბრძოდით მე და ჩემი თაობა.
image

ბესო ჩუბინიძე: - მთავარია ფარხმალი არ დაყარო, ლაჩრულად არ გაიქცე არცერთი ბრძოლიდან და საბოლოო ჯამში გამარჯვება მაინც შენი იქნება, რადგან სიმართლე არის შენსკენ!


- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ შექმნა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ბატონმა თენგიზ ოქროპილაშვილმა. სულით ხორცამდე პატრიოტი ადამიანია. ამ ადამიანს აქვს თავისი ბიზნესი, მუშაობს, უამრავი ქართველი ჰყავს დასაქმებული ფილადელფიაში და სწორედ ბატონმა თენგიზმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ქართული ფესვები“. ეს ორი სიტყვა კი ხსნის იმას, თუ რა იდეოლოგიას უნდა ემსახურებოდეს ეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება. პირველი საუბარი ჰქონდათ ბატონ ნუგზარ კვაშალთან. ეს იყო მისი გასტროლების დროს ფილადელფიაში იანვრის ბოლოს. ბატონ თენგიზს, უამრავი ხელოვანი ადამიანი მიჰყავს ხოლმე ამერიკაში და უმრავი ღონისძიება აქვთ გამართული საკუთარ რესტორანში. პატრიოტები და გულიანი ადამიანები ისე უყურებენ პოლიტიკას, თითქოს მარტო გული იყოს საჭირო და არა - ფული. მოინდომეს ამ ადამიანებმა და გააკეთეს ეს გაერთიანება, თუმცა, ძალიან ცუდად დაემთხვა „კოვიდ 19“-ის პანდემია. მიუხედავად ამისა, შუა პანდემიის დროს, აპრილის თვეში ოფიციალურად დაფუძნდა „ქართული ფესვები“, ყრილობა ფოთში იყო და ასე შეიქმნა იურიდიული თვალსაზრისით ეს გაერთიანება.
- ფოთში რატომ?
- პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ჩაჩიბაია ფოთელია და ტენიკური თვალსაზრისით ეს უფრო კომფორტული იყო.
- ეს არის პოლიტიკური გაერთიანება თუ პარტიის სახელითაც შეგიძლიათ საქმიანობის გაგრძელება?
- იურიდიულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაა „ქართული ფესვები“, ცესკო-შიც ამ სახელითაა რეგისტრირებული.
- ჩატარდა ყრილობა და როგორ მოხვდით თქვენ?
- დამფუძნებელთა შეხედულები ვინც ამ გაერთიანებაში იქნებოდა, ყველას პატრიოტული სულისკვეთება უნდა ჰქონოდა და მეც აღმომაჩინეს ერთ-ერთი (იცინის) . ნუგზარ კვაშალმა წარუდგინა ჩემი თავი. ცხოვრებაში პარტიული არ ვყოფილვარ არასოდეს, თუ არ ჩავთვლით იმას რომ 1989 წელს დიდმა აკაკი ბაქრაძემ „რუსთველის საზოგადოება“ როცა ჩამოაყალიბა, მან მიმიღო წევრად და მაჩუქა ე.წ. პარტიული მანდატი და ვიყავი „რუსთაველის საზოგადოების“ წევრი ჩემს ღრმა ღრმა ბავშვობაში, ეროვნული მოძრაობის დაწყების დროს. დღეს არის პირველი მცდელობა, რომ „ქართულ ფესვებს“ შემოვუერთდი ოფიციალურად, რადგან ის იდეოლოგია, ლოგიკა რაც ჩემთვის ამდენი წლის მანძილზე მისაღებია და რისთვისაც მე პირდაპირი და ირიბი გაგებით სისხლს ვღვრიდი, ჩავთვალე რომ მთელ ჩემს რესურს შევწირავ ამ გაერთიანებას, როემლსაც ჰქვია „ქართული ფესვები“. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. მათ იცოდნენ ჩემს შესახებ ყველაფერი, ჩემი წარსულის და საქმიანობის შესახებ დ რაც მთავარია, იციან თუ როგორ ვაფასებ და გვერდში ვუდგავარ ქართულ ხელოვნებას. სამწუხაროდ, ხელოვანი ხალხის უფლებების დამცველიც კი არ გამოჩდა საკანონმდებლო ორგანოში არავინ, ერთ ლობისტიც კი ვერ მოინახა, რომელიც უბრალოდ მხარს დაუჭერდა ამ ხალხს. ტურიზმს უამრავი ლობისტი აღმოაჩნდა, სოფლის მეოურნეობას, სასტუმრო ბიზნესაც კი, უამრავი ლობისტი აღმოაჩნდა და ხელოვნება, კულტურა, რითიც მთელ ერი ვამაყობთ, არის მივიწყებული სფერო. ხალხს ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ღირებულებების სერიოზული დეფიციტია ქვეყანაში. ბოლო გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ ისიც კი არ იცის არჩევნებსი დროს ვინ შემოხაზოს და ვის მისცეს ხმა, იმდენად ნეგატიური გახადეს პლიტიკა, პოლიტიკოსობა და ურთიერთობა ხალხთან.. ლოგიკურია რომ „ქართულმა ფესვება“ გამოიტანოს წინა ხაზზე ის პრიორიტეტები, რასაც ჰქვია ქართული კულტურა და ხელოვნება. ქართველი ემიგრანტების და მათი ოჯახების უფლებების დაცვა. ქვეყნის დამცველთა ძალა არის ქართველი ვეტერანები. ადამიანები, რომლებიც ისევ ქვედა ზღვარზე არიან სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ქართველი ხელოვანები და აბა დაფიქრდით - უნდა იყოს თუ არა ეს სამი ძალა პრიორიტეტი? ჩემი აზრით უნდა იყოს და პირადად მე სწორედ ამ პრიორიტეტებით გავაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნისთვის.
ნატოში რომ გვინდა შესვლა, ამ ნატოს წევრი ქვეყნის თუნდაც ვეტერანები, იცით რა დონის დაფასებულნი არიან სახელმწიფოს მხრიდან? არამხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოსგან აქტივობების სუბსიდირების თვალსაზრისითაც კი. ჩვენ ნატოში რომ გვინდა შესვლა, სამხედრო ალიანსში და ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად ომის ზღვარზე ვართ, ჩვენ ჩვენს ვეტერანებს თუ არ მივაქციეთ ყურადღება, პატივი არ ვეცით, არ დაველაპარაკეთ, სხვა რაზე უნდა ვიზრუნოთ? ჯარში წასვლის სურვილიც კი არ აქვთ ახალგაზრდა ადამიანებს და „გირჩის“ იდეოლოგიაზე გადართეს ვაჟკაცი ბიჭების აზროვნება. ამასწინათ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მარტო ხაშურიდან 150 წვევანდელიდან, 120-მა ამ მავნებლური ორგანიზაციის, „გირჩის“ მამაოს და ეპისკოპოსობის ცნობა მიიტანა იმის გამო, რომ ქვეყანას არ ემსახურონ. არ უნდა გახდეს დასაცინი, - დეზერტირობა და იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელსაც მთელი ქვეყანა დედას აგინებს, რა „გირჩის მამაო“ რა ეპისკოპოსობა, რა ალტერნატიული რელიგია, რა დაგემართათ ჩემო ახალგაზრდა ვაჟკაცო ბიჭებო? თქვენი ასაკის, რომ ვიყავით მე და ჩემი თაობის ხალხი, იარაღით ხელში ვიცავდით სოხუმს, თქვენ რამ შეგაშინათ და რამ დაგაკნინათ ასე?!
- ამ შემთხვევაში „გირჩს“ ძალიათ არავინ წაუყვანია და ფაქტია, რომ ამ ახალგაზრდებს არ უნდათ ჯარში წასვლაა.
- ჰოდა ესაა სირცხვილი და ამის „გაპრავების“ საშუალებას აძლევს ამ ახალგაზრდებს ეს ორგანიზაცია. ტროლიზმით გამორჩეული ორგანიზაცია, ადამიანები რომლებიც მასიურად ანადგურებენ ქართველი იდეალოგიას, ღირებულებებს. ჩემი მიზანი იყო და ყოველთვის იქნება, რომ ახალგაზრდებში შევიტონო პატრიოტული მუხტი, ხელშეუხებელი ქართული ღირებულებების ფასი დავანახო ყველა საშუალებით და ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ისინი არიან ქართული ფესვებიდან წამოსულები. ის, რომ უარს ამბობენ ერთი წელი საკუთარი ქვეყნის, სახლის, მეგობრების, ოჯახის და სამშობლოს დაცვაზე და დეზერტირობენ, ჯარში არ მიდიან იმ მიზეზით, რომ „ყარაულში უნდა იდგეს“ - მარაზმი. ეს არის ქვეყნის იდეოლოგიური განადგურება.

image
- ეს საუბარი შორს წაგვიყვანს და მოდით ისევ თქვენს გაერთიანებას დავუბრუნდეთ. ვინ არიან პარტიის წევრები?
- „ქართული ფესვების“ მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატს გეტყვით - გურიაში ლეგენდარული ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, მუსიკოსი, ყველა ქართველისთვის საყვარელი ადამიანი ნუგზარ კვაშალი წარადგენს „ქართულ ფესვებს“, ზემო აჭარაში დიდი ქართველი მსახიობი - ზურაბ ცინცქილაძე, ქუთაისში უდაო პატრიოტი საკუთარი ქალაქისა, პოეტი და მწერალი ნათია ჯიმშელეიშვილი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში ნოდარ ლიპარტელიანი, სხვათაშორის ის ზვიად გამსახურდიას მთავრობის დრო რეგიონის პირველი პრეფექტი იყო, მე კი, ჩემი მშობლიური რუსთავში და მიმდებარე 10 სოფელი მექნება სამაჭორიტარო ოლქად ჩაბარებული. აქვე, ექსკლუზიურად შემიძლია გითხრათ, რომ თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ფესვები“ ღირსეულ ქართველ ხელოვან კაცს, ბატონ გეგე სულხანიშვილს წარადგენს.
- აქტიურ საარჩევნო კამპანიას როდის იწყებთ?
- პირველი სექტემბრიდან, რადგან ახლა ტექნიკური სამუშაოები და რეგიონალური ოფისების გახსნა მიმდინარეობს.
- „ქართულ ფესვებს“ საფუძველი ჩაუყარა თენგიზ ოქროპილაშვილმა ამერიკაში, რომლის მიზანიც იყო ქართული კულტურის თუ ხელოვნების განვითარება, პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძება და ა.შ. რატომ წავიდა პოლიტიკის მიმართულებით, როცა შეიძლებოდა რომ ისევ ეკეთებინა ის საქმე, რასაც აქამდე აკეთებდა?
- ეს ადამიანი 20 წელი ემიგრანტია, ძმის ნაჩუქარი 100 დოლარით წავიდა შტატებში და ამდენი წელია უყურებს ერთიდაიგივეს. ვერავინ წარმოვიგენდით რომ 2020 წელსაც კი, საქართველოში ადამიანი სანაგვე ურნაში დაიწყებდა საჭმლის ძებნას. ამ კაცმა უყურა რომ ეს გაუსაძლისი პრობლემები ამდენი წელია გრძელდება და გადაწყვიტა, რომ თუ რამე რესურსი აქვს, ყველაფერი ჩადოს ამ საქმეში და ემსახუროს ქართულ საქმეს.
თუნდაც ჩემი საკუთარი შვილი, ბაჩო ჩუბინიძე რატომ უნდა გამხდარიყო ემიგრანტი? ადამიანმა, რომელმაც ისწავლა, 6 ენა იცის, საერთაშორისო დონის დიპლომატია, დაამთავრა ევროპის დიპლომატიური აკადემიის მაგისტრატურა და აქ, საკუთარ ქვეყანაში იმ დონის და ცოდნის ადექვატური სამსახური ვერ იპოვა 24 წლის ბიჭმა რა ცოდნაც აქვს, და წავიდა ემიგრაციაში. მე, თუ ჩემი შვილი ემიგრანტი გამიხდა, როგორ არ უნდა ვიბრძოლო რომ სხვასაც იგივე არ დაემართოს. მე თუ ჩემი შვილის საქართველოში დაბრუნებაზე არ ვიომე, როგორ ვიქნები სხვის შვილების სამშობლოში დაბრუნებაზე ორიენტირებული? ამიტომ არის ჩემთვის და ჩვენთვის პრიორიტეტი ემიგრანტები, რომ იყოს მათი უფლებები დაცული, დაბრუნდენ საკუთარ სამშობლოში, შესაბამისი განათლებით და ცოდნით, აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და არავის მოუწიოს ქვეყნიდან გაქცევა და რა მთავარია ღირსეულად დაფასდეს მათი შრომა, საკუთარ ქვეყანაში
- წინასაარჩევნოდ ბევრი კარგი, ტკბილი და დამაიმედებელი სიტყვები გვესმის პოლიტიკოსებისგან. რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ბესო ჩუბინიძეს?
- იმიტომ რომ 1988 წლის ნოემბრიდან დღემდე, არასოდეს ტყუილი არ მითქვამს ჩემი ხალხისთვის. იქნება ეს ჩემი ჟურნალისტური, საზოგადოებრივი, თუ აფხაზეთის ომის ვეტერანის, თუ შოუ-ბიზნესური მოღვაწეობა, არასოდეს მომიტყუებია არავინ. მეტიც - ჩემი ნათქვამი სიტყვა, თავში სარტყმელად გასჩენიათ ადამიანებს და უნანიათ, რატომ არ დავუჯერეთ ამ კაცსო. დაპირებებს არ ვიძლევი, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ხალხს, საქართველოს და ვერასოდეს ევრავინ ვერ მეტყვის, რომ თუნდაც - სად იყავი აფხაზეთის ომის დროსო, 2008 წლის ომის დროსო, სად იყავი თბილისის წყალდიდობის დროს, ვერასოდეს ვერ მეტყვიან, თუ ასეთი მაგარი ხარ, წადი საოკუპაციო ხაზი დაიცავიო, ვერ მეტყვიან - წადი შენი შვილი აომე, იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. ვერაცერთი რეალური პარტიის წევრი ან ვირტუალური ტროლი ვერ იტყვის იმას, რომ პიროვნულად ბესო ჩუბინიძე რომელიმე ბრძოლაში არ ყოფილიყოს ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც მე ვთვლიდი, რომ - ღირსეული საქართველოსთვის იყო ის ბრძოლა! ამას ვამბობ თავაწეული, ამაყად და ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე


image
- 2016 წელს თქვენ, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდით კენჭს ისნის რაიონში, თუმცა, ვერ გაიმარჯვეთ. დღეს რა შანსები გაქვთ რუსთავში?
- 2016 წელს ისნის რაიონში, მე ვიყავი მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი. შენ ძალიან კარგად იცი, რომ მე ჟურნალისტი ვარ და ყველაფერი მაინტერესებს, თუ რა ხდება არამარტო შოუ-ბიზნესის კულუარებში, არამედ პოლიტიკის კულუარებშიც (ეღიმება) იმიტომ, რომ ადამიანები ვვითარდებით და დროთა განმავლობაში სხვა რაღაცეებიც გვაინტერესებს. ის ჩემი სურვილი, რომ გამეგო თუ რა ხდება პოლიტიკურ კულუარებში, დავიკმაყოფილე მაშინ...
- რომელიც კრახით დამთავრდა.
- (ეცინება) კრახით დაუმთავრდა ყველას, პარტია „ოცნების“ გარდა, იმიტომ რომ „ოცნებამ“ გაიმარჯვა ყველგან და რატომ გაიმარჯვა „ოცნებამ“? იმიტომ რომ ადმინისტრაციული რესურსი ვისაც უჭირავს ხელში, ის იმარჯვებს -ასეა ნათქვამი პოლიტიკაში, და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ეს იდეოლოგია. იყვნენ ნაციონალები - იმარჯვებდნენ ნაციონალები, მანამ სანამ ქვეყანა თავზე არ დაემხოთ ყველაფერი. მაშინ ისნის ოლქში, ისევე როგორც ყველგან გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე გავიდა და მერე ვიყავი მე. ახლა წარმოიდგინეთ ორ ვეშაპს შორის ერთი კალმახი, რომ დაცურავს, იქ, რა თქმა უნდა, დაჩაგრული გამოხვალ, (ეღიმება) მაგრამ აბა შემომხდეთ რამე მეტყობა დაჩაგრულის? რუსთავში არ მივდივარ იმ განწყობით რომ წავაგებ. ეს ომია და ამ ომს აქვს კონკრეტული ბრძოლები, წააგებ ერთ ბრძოლაში? მოიგებ - მეორეში! მთავარია ფარხმალი არ დაყარო, ლაჩრულად არ გაიქცე არცერთი ბრძოლიდან და საბოლოო ჯამში გამარჯვება მაინც შენი იქნება, რადგან სიმართლე არის შენსკენ... ამ შემთხვევაში და ამ ბრძოლაში - ჩემსკენ. და ჩემი მტავარი ომის მოგება იქნება მაშინ, როცა საქართველო გაერთიანდება.
- საკამოდ დიდი კონკურენცია. ამ კონკურენციის პირობებში რამდენად შეძძლებთ გამარჯვებას?
- ამ კონკურენციის პირობებში უფრო მეტი შანსია გამარჯვების და გეტყვით რატომ. ეს ახალი კონსტიტუციური ცვლილება რაც მოხდა, 1%-იანი ბარიერთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს. ზუსტად ამ კონკურენციის გამო, მახსენდება 1995 წლის უზენაესი საბჭო, როცა შევარდნაძე იყო პარლამენტის თავჯდომარე. იქ იყო 15-ზე მეტი პარტია. ძალიან კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა, რადგან სხდომებზე და სესიებზე ვიჯექი ხოლმე როგორც აკრედიტირებული ჟურნალისტი. იმხელა აზრთა სხვადასხვაობა იყო ხოლმე, რომ იმ ჩხუბში, რაღაც ჭეშმარიტებამდე მიდიოდნენ, თუმცა ამას ვერ ვიტყვი „ესენგეს“ საკითხზე, როცა „ესენგეში“ შეათრიეს ყურებით საქართველო. 95 წლის პარლამენტს ბევრი კარგი საქმეც აქვს გაკეთებული საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ იმ ერთმა ცუდმა გადაფარა მთელი რიგი კარგი საქმეებისა. ახლა არის შანსი იმის, რომ მრავალპარტიული იყოს 2020 წლის მოწვევის პარლამენტი და მრავალპარტიულობა არის აზრთა ჭიდილი, კამათი, დავა და ამაში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება.

image
- 100 %-იანი შანსიდან რამდენი პროცენტი შანსი გაქვთ?
- პარლამენტში მოხვედრის 100%-იანი შანსი გვაქვს, მთავარია ამ შანსის გამოყენების საშუალებას რამდენად მოგვცემენ და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, - მაჟორიტარები აირჩიეთ მათ წარსულით და არა აწმყოში დაპირებული სამომავლო განცხადებებით. მე ამ პათოსით ვცდი ბედს რუსთავში სამაჟორიტარო ოლქში და შესაბამისად, „ქართული ფესვებიც“
- მთელი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობთ. ჟურნალისტი ხართ, ასევე ერთადერთი სახელოვნებო მუსიკალური დაჯილდოევების ცერემონიალის „მეგა“ დამფუძნებელი, სულ იმას ცდილობთ ყოველ წელს ტრადიციულად ჩატარდეს ეს დაჯილდოება, მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვთ სახელმწიფო ხელშეწყობა და ხართ კონცერტების ორგანიზატორი. რამდენად კომფორტული იქნება პოლიტიკა თქვენთვის?
- ჩემი ჰობია ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის. მომეცა საშუალება და ტრამპლინი იმისთვის, რომ ახალი ძალებით, ბერკეტებით დავიწყო საქმიანობა. მე მჭირდება ახალი ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველი გახდეს ისეთი, როგორი საქართველოსთვის ვიბრძოდით მე და ჩემი თაობა. ზუსტად ვიცი რა არის ჩემი მიზანი.
- რა არის თვენი მიზანი?
- ყველა გაგებით ძლიერი საქართველო. ამისთვის ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენო, რაც კი ამ ქვეყნის ღირსების გადასარჩენად იქნება საჭირო. ამ ქვეყანაში ყველაფერი ქართული უნდა იყოს პრიორიტეტი და მერე ყველაფერი დანარჩენი.
- რამდენად კარგად იცნობთ რუსთავის რეგიონს და მათ პრობლემებს?
- დავიბადე ქალაქ ხაშურში და 6 წლიდან გადმოვცხოვრდით რუსთავში. რუსთავის პირველი გიმნაზია მაქვს დამთავრებული, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, გიმნაზიამდე ვსწავლობდი 22-ე და 25-ე საშუალო სკოლაში და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რუსთავში მაქვს გატარებული. დღესაც კი, ჩემი მშობლები რუსთავში ცხოვრობენ და მაქვს ყოველდღიური შეხება რუსთავთან. მე არ ვპირდები ჩემს ხალხს უტოპიურ რაღაცეებს, ერთდერთი რაც ჩემი პირიდან ამოვა არის ის, რომ - როგორც აქამდე, ბესო ჩუბინიძე მომავალშიც ყოველთვის იქნება ნებისმიერი რუსთაველის გვერდით ფიზიკურად და ყოველთვის იქნება ხიდი ხალხსა და მთავრობას შორის.
- თბილისში ვინ გეყოლებათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი?
- სავარაუდოდ და დღევანდელი გადმოსახედიდან თბილისშ ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დავაყენებთ.
- რატომ, კონკურენციის გამო?
- თუნდაც ის, რომ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩვენი ძირითადი გათვლა არის რეგიონებზე. ამ ეტაპზე სამუშაოო რეჟიმია, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავთ.
- პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ იქნება მხოლოდ ერთჯერადი პროექტი, თუ წაგების შემთხვევაშიც გააგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას?
- დავიწყოთ იქიდან რომ ჯვარი არავის არავისზე არა აქვს დაწერილი. „ქართული ფესვები“ პარტიულ ცხოვრებას აპირებს და ეს, არ იქნება ერთჯერადი პოლიტიკური პროექტი, მე ამ სურვილით დავუდექი ამ ხალხს გვერდში.

მოამზადა გიორგი საკარულმა

ბესო ჩუბინიძე: - ამ ქვეყანაში ყველაფერი ქართული უნდა იყოს პრიორიტეტი!

ბესო ჩუბინიძე: - მაჟორიტარები აირჩიეთ მათ წარსულით და არა, აწმყოში დაპირებული სამომავლო განცხადებებით!

imageimageimageimageimageimage





0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0