საზოგადოება ჟვანია და თოფაძე შერიგდნენ - „შემეცოდა, სიფიცხემ გადამიარა“ - „მადლიერი ვარ ბატონი გოგის“ 2020, 5 აგვისტო, 21:36 გოგი თოფაძე მისი შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა ჟვანიასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიფიცხემ გადაუარა და ბრალდებული შეეცოდა იმის გამო, რომ მისთვის წაყენებული ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესი სასჯელი და ამას არ ეთანხმება. “რა ვუქნა იმას, რაც ჩვენებაში მიწერია და რაზეც ორჯერ მომაწერინეს ხელი? ვიცნობ დედამისს, კარგი ქალია, ტირის, მაგრამ რა ვქნა? მე რაც პოლიციას ვუთხარი, ის არ ითვალისწინებს 15 წელს, მაქსიმუმ 3 თუ 4 წელს. ვნახავ იმ ქალბატონს, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება… ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სადღაც მენახა, იქნება მომეკლა კიდეც, მაგრამ ახლა ლევანი უკეთესობისკენაა და სიფიცხემ გადამიარა. რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო, ის ბიჭი და დედამისი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა, არ წავალ ამაზე თანახმა.” – ამბობს გოგი თოფაძე. თავის მხრივ, დაზარალებულ მხარეს ეხმაურება ბუსას დედა და მადლიერებას გამოხატავს. ყოფილი პრემიერმინისტრის ქვრივი ნინო ქადაგიძე, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს, მისი შვილისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის.
„გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის, ცოტა დავმშვიდდი… ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, თუმცა ადეკვატური უნდა იყოს. ბუსას პირადი ნივთები გადმომცეს დღეს. ჩემი შვილიც ადამიანია და მასაც აქვს თავისი რაღაცები. დიდი იმედი მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება“, - აცხადებს ნინო ჟვანია.
126 შეფასება არ არის
|