x
მშვენიერი სქესის ინტიმური A, G, K, P, U წერტილები

image


ბევრმა უკვე შეიტყო ქალის განსაკუთრებული, ინტიმური G-წერტილის სასწაულებრივი თვისებების შესახებ, მაგრამ ბევრს არ ესმის, თუ რა იმალება ამ სახელის მიღმა და ძალიან ცოტამ თუ იცის სხვა სპეციალური წერტილების არსებობის შესახებ, რომელთა სტიმულირება ქალს განსაკუთრებით სასიამოვნო შეგრძნებებს ანიჭებს. ქალებში ამგვარ ეროგენულ ზონებს უწოდებენ A, G, K, P, U წერტილებს ანუ "ქალურ ანბანს".

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეროგენული ზონებია ასევე კლიტორი და საშვილოსნოს ყელი.

განვიხილოთ უფრო დეტალურად, რა არის ეს ეროგენული ზონები, სად მდებარეობს და როგორ ხდება მათი სტიმულირება.

image

1 - საშოს შესასვლელი

2 - საშვილოსნო

3 - საშვილოსნოს ყელი

4 - შრდის ბუშტი

5 - კლიტორი

6 - ანალური ხვრელი

G-წერტილი

იგივე G ზონა, გრეფენბერგის წერტილი, „ქალღმერთის ლაქა“, ეროგენული ზონა, რომელიც საშოში, მის წინა კედელზეა მოთავსებული შესავლელიდან დაახლოებით 5 სმ-ის შიგნით, (ქალის პროსტატის ზედა ზღვარზე), გამოიხატება ხორკლიანი ზედაპირით. აღმოაჩინა გერმანელმა გინეკოლოგმა ერნსტ გრეფენბერგმა 1950-იან წლებში. G-წერტილის სტიმულაციის შედეგად მიღწეული ორგაზმი განსაკუთრებით ინტენსიურია. იგი არის დაახლიებით 1 სანტიმეტრის ზომის, თუმცა აგზნების დროს მისი ზომები მატულობს.

სამწუხაროდ, ”G-spot” - ის პოპულარულ ტერმინად გამოყენებამ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ზოგიერთმა წარმოიდგინა კიდეც, რომ არსებობს "სექსის ღილაკი", რომელსაც შეგიძლიათ დააჭიროთ ნებისმიერ დროს და გამოიწვიოს ეროტიული აფეთქება. იმედგაცრუებულები კი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ”G-ზონის” მთელი ცნება არის მცდარი და ის არ არსებობს. რამდენიმე წამყვანმა გინეკოლოგმა კიდეც უარყო მისი არსებობა, როდესაც ის პირველად განიხილეს კონფერენციებზე, და წარმოიშვა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, მაგრამ მოგვიანებით, სპეციალური კვლევების შემდგომ მათ შეიცვალეს აზრი.

A-წერტილი

სად აქვს ქალს ეროგენული ზონა, რომელსაც ეწოდება წერტილი A? თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს ინტიმური წერტილი საშოს წინა ანუ ზედა მხარეს, შრდის ბუშტსა და საშვილოსნოს ყელს შორის, საშვილოსნოს ყელის ძირში წინა მხრიდან. ის, ისევე როგორც G, არის ულტრამგრძნობიარე ფართობი 2-3 სმ ზომის, ძლიერი აღგზნებადობით. ამ ზონის უშუალო სტიმულირებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგაზმული შეკუმშვები. რაც ასევე შესაძლებელს ხდის სიამოვნების გახანგრძლივებას ორგაზმის შემდეგაც.

U-წერტილი

U -წერტილი არის რბილი ეროგენული ქსოვილი, ნერვული დაბოლოებებით უფრო დიდი მოცულობით, ვიდრე მიმდებარე ქსოვილი. მდებარეობს შერდსაწვეთის ქვემოთ. U წერტილის აგზნების დროს, ერთდროულად ვლინდება ძლიერი სექსუალური სურვილი.

G და U წერტილების ერთდროული სტიმულირება ქალებში ზოგჯერ იწვევს ე.წ. "ეაკულაციას" და მრავალ ორგაზმს.

P-წერტილი

P-წერტილი მდებარეობს საშვილოსნოს ყელის უკან, ეს არის საშოს ყველაზე ღრმა წრტილი, რომელიც მიიღწევა პენისის ყველაზე ღრმა შესვლისას პირდაპირ და ცოტა ზემოთ და იწვევს მძაფრ შეგრძნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი და იწვევს მკვეთრ ორგაზმს.

სამწუხაროდ, P წერტილის მოძებნა და სტიმულირება შეიძლება მარტივი არ იყოს მისი მდებარეობის და საშოს სტრუქტურის, ასევე, პენისის ზომის გამო. ამ დროს ხდება საშოს კედლების მაქსიმალური დაჭიმვა, საშვილოსნოს ყელი ებჯინება პენისის ზედა მხარეს, ხოლო პენისის თავი P-ზონას. შედეგად მიიღწევა ნამდვილი ვაგინალური, მკვეთრი ორგაზმი.

K-წერტილი

სხვაგვარად ცნობილია როგორც "კუნდალინის" ზონა, რომელიც წარმოადგენს ქალის მგრძნობიარე ადგილს, G -წერტილის მოპირდაპირე მხარეს უკანა, ქვედა კედელზე. ორგაზმის დროს K - წერტილზე ზეწოლა შეიძლება გასაოცარი იყოს.

image

სექსუალური ურთიერთობები ნებისმიერი ჯანმრთელი ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ინტიმური ურთიერთობის სურვილი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დიდ როლს ასრულებენ ტემპერამენტი, ასაკი, ადამიანის მიერ განცდილი გრძნობები, ასევე მენსტრუალური ციკლის პერიოდი. სექსი ყველაზე აქტიურია ოვულაციის დროს.

ყოველი ქალი განსხვავებულია!

ასევე „ცხელი წერტილებიც“ ინდივიდუალურია ყველასთვის. არ განაწყენდეთ, თუ ვერ აღმოაჩენთ საკუთრ სხეულში. განსხვავებულია, როგორც ზონების მდებარეობა, ასევე შეგრძნებები. ზოგი შეგრძნება ასაკთან ერთდ ან მშობიარობის შემდეგ უვითარდება ქალს. ზოგს შიძლება A-წერტილი ჰქონდეს უდრო მგრძნობიარე და ზოგს - P.

ყველამ თვითონ უნდა მოძებნოს თავისი ინტიმური წერტილები.



0
974
1-ს მოსწონს
ავტორი:G-ko 159
G-ko 159
974
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0