x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
სოციალურ ქსელში შეიცოდეს გოგონა-კურიერი, თუმცა სიმართლე სულ სხვა რამ აღმოჩნდა
image

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც 19 წლის გოგონა კურიერად მუშაობს, რა დროსაც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადაადგილდება.ფოტოს 1000 ზე მეტი კომენტარი ახლავს, ეცოდებათ გოგონა, ზოგი დამხარებისთვისაა მზად, ზოგი მთავრობას ლანძღავს და ა.შ.


"მეტროში, მიტანის სერვისი, ორი შვილით, ერთი აქედან ჩვილია ... პრინციპში, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მთელი ფედერალური მთავრობა კედელზე მიგვეყენებინა. სხვათა შორის, ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდებოდა"-წერს ერთ-ერთი კომენტარში.

image


გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც გააკრიტიკეს გოგონა, თუმცა აქაც გამოუჩდნენ დამცველები:


"ნორმალური გოგონაა, მუშაობს იმისთის, რომ შვილები გამოკვებოს. ხომ არ მათხოვრობს! რატომ გააჩინა? იცით მისი ამბავი? იქნებ ქმარმა მიატოვა / დაიღუპა და ა.შ.? მან შვილები ხომ ბავშვთა სახლში არ მიაბარა?"


თუმცა მალეევე იქვე კომენტარებში გაირკვა სიმართლე და ბმულის სახით დამადასტურებელი ფაქტებიც გააზიარეს.


გოგონას ისტორია მანამდეც ცნობილი იყო. მისი სახელია ლადა კოროლიოვა და ის მხოლოდ 19 წლისაა. ერთი წლის წინ გოგონა დონის როსტოვში ქუჩაში დააფიქსირეს, რომელიც ეცვა "Яндекс.Еды"-ის ფორმა და საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდა.

image

სურათმა ზუსტად იგივე შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ გოგონა "შეპყრობილი" იყო რეალიტი შოუებით და როგორც ჩანს, შექმნა საკუთარი ცხოვრების პროგრამა, რომელიც გათვლილია ადამიანთა ემოციებზე, შეცოდებაზე და სიბრალულზე, რაც კარგად გამოსდის.

image

"ეს იყო წინასწარ გათვლილი ლადა კოროლიოვას მიერ, სამწუხაროდ ისაა თაღლითი, მუშაობს სიბრალულზე".


სწორედ ადამიანების სიბრალულით გამოწვეულ ემოციებზე იმდენის შოვნა შეძლო, რომ ერთ წელიწადში მოსკოვში გადაბარგდა და ახლა იქ ეწევა საკუთარ ბიზნესს.

image

სიმართლის გაგების შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლადას მსგავსი ადამიანები საერთო პრობლემაა.თან როცა საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს ბავშვებს. ყოველივე ამის შემდეგ, ადამიანებმა შესაძლოა ყველას უნდობლად შეხედონ, ვინც შესაძლოა რთულ მდგომარეობაშია და მართლა დახმარება სჭირდება.

imageფოტოზე ლადა ქმარ-შვილთან ერთად


0
950
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0