x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
ყველაზე სასაცილო სპორტული ტრავმები
image

1975 წლის 19 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები შეხვდნენ ბირმინგემს. მატჩის ყველაზე დაძაბულ მონაკვეთში მანჩესტერის მეკარე ალექს სტეპნი შეცვალეს და კლინიკაში გადიყვანეს, ყბის ტრავმის გამო. მეკარემ დაზიანება მიიღო არა დაცემის ან შეჯახების შედეგად, უბრალოდ, ალექსი იმდენად ენერგიულად უყვიროდა თავისი გუნდის მცველებს, რომ ყბამ ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას.


კევინ ჯონსონი კულბ " ფენიქსის" გამთამაშებელი ეროვნული საკალთბურთო ასოციაციიდან იმდენად აღფრთოვანებული აღნიშნავდა თავისი გუნდის გამარჯვებას ერთ-ერთ მატჩში, რომ მან გადაწყვიტა ხელში აეყვანა თანაგუნდელი - ოლივერ მილერი, რომლის წონაც 140 კგ-ს აღემატებოდა. შედეგად კევინი აღმოჩნდა საოპერაციო მაგიდაზე, სადაც მას თიაქარი ამოკვეთეს.


არგენტინელმა ფეხბურთელმა მარტინ პალერმომ, რომელიც ესპანურ კლუბ ვილიარეალის მაისურით თამაშობდა, მაყურებელთა ტრიბუნასთან მიირბინა, რათა გატანილი გოლის შემდეგ სიხარული გამოეხატა. რათქმაუნდა მაყურებლებიც მიცვიდნენ მასთან, რის შედეგადაც სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. პალერმოსთვის ეს ყველაფერი სამწუხაროდ დასრულდა - მან დაიზიანა კოჭის ძვალი და თამაშს დიდი ხნის განმავლობაში გამოეთიშა.



2007 წლის 20 იანვარს, ქალაქ ბაზელში, რინგზე გავიდა ორი ცნობილი მძიმეწონოსანი მოკრივე: რუსი ნიკოლაი ვალუევი და ამერიკელი ჯამილ მაკკლაინი. გამარჯვებულს გადაეცემოდა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მძიმეწონით კატეგორიაში. მესამე რაუნდის დასასრულს ამერიკელი უეცრად რიგნზე დაეცა, როდესაც დარტყმის განხორციელებაც ცდილობდა, როგორც გაირკვა მოკრივეს ფეხი გადაუბრუნდა. ჯამილმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.


კორი მეგგეტი, რომელიც ერთ დროს პროფესიონალ საკალათბურთო კლუბ Los Angeles Clippers- ში თამაშობდა, ძალიან გაბრაზდა, მისი აზრით, მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილების გამო. მეგგეტი მივიდა მსაჯების მაგიდასთან და ძლიერად დაჰრკა მუშტი ზედაპირს, რის შედეგადაც ხელის მტევანი დაიზიანა, კალათბურთელს ტრავმის მოსაშუშებლად ერთი თვე დასჭირდა.


ფლორიდის Marlins- ის ბეისბოლის მოთამაშე კრის კუტანანმა გადაწყვიტა, მატჩის მოგების შემდეგ, მისი კლუბის ერთ-ერთი პარტნიორის სახე ტორტით მოესვარა. მაგრამ ზედმეტი მცდელობის შედეგად დაეცა და მენისკი დაიზიანა.


ინგლისელმა ჯეკ კალშოუ, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, მოწინააღმდეგის დამარცების შემდეგ აძვრა რიგნის ბადეზე მაყურებელთან მისასალმებლად. კალშოუ ძირს ჩამოვარდა და მუხლები დაიზიანა. თუმცა თავად სპორტსმენი არ დააღონა ამ შემთხვევამ, განაცხადა რომ ახლა კიდევ უფრო ცნობილი გახდებოდა. კურიოზი ბევრმა მედიის წარმომადგენელმა იხილა.


ჰოლანდიელი მოციგურავე Hein Ottersper ჩავიდა მოსკოვის რეგიონში, კოლომნაში, ევროპის ჩემპიონატისთვის. სტარტამდე ცოტა ხნით ადრე, 500 მეტრის დისტანციაზე, ის დაიხარა ფეხსაცმლის თასმების შესაკრავად., მან ეს ისე წარუმატებლად გააკეთა, რომ ზურგის ტრავმა მიიღო და გამოსვლის გადადება მოუხდა.


2007 წელს, ფრანგი მხტომელი გრძელ დისტანციაზე, Salim Sdiri მშივიდად სეირნობდა მოედანზე, კიდევ ერთი ცდის მოლოდინში. მოულოდნელად მას გვერდში მოხვდა შუბი, რომელიც ფინელმა სპორტსმენმა თერო პიატკამჩიმ წარუმატებლად გაისროლა. სიდრის ღვიძლი და თირკმელი დაუზიანდა. საბედნიეროდ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა.




0
81
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0