x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
"მეუბნებიან რო ხელფასი არ გაქვს და ასე იღალვი, რათ გინდა ყველა წელსო" - ერთადერთი მასწავლებელი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქართულს ასწავლის
ჩვენ მიერ არსებული ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკაში ერთადერთი მასწავლებელია, რომელიც ოფიციალურად, სკოლაში ასწავლის ქართულს, მაგრამ მისივე თქმით:


image


„მოსწავლეები კარგად სწავლობენ ქართულს, მაგრამ ისეთი ყანონიც არის, ყანონი გამოვიდა, მაგრამ საქმეს მაინც არავინ ხედავს, ბევრი ცუდი რამეებიც ხდება... იმიტო კვირაში ერთი დღეს არის და ერთი საათით... გაკვეთილების ბოლო დროს არი და რაც სკოლაში საქმე არის იმ დროს კეთდება და გეუბნებიან რო, ახლა ეს საქმე გვაქვსო და გაკვეთილი მომავალ კვირაში გავაგრძელოთო, მარტო ქართულზე არა, როცა არჩევითი საგნებია ყველაზე ასე ხდება, მარა ქართული ენის კლასის გარდა, როგორც კლასები არის იგივე არჩევითი საგნებია-მათემატიკა არის... მარა ქართული მარტო არჩევითი საგანია და ეს ხელს მიშლის... პირველად რო დავიწყე ეს საქმე ცოტა ძნელი იყო, ყველა ბავშვს ველაპარაკე, მშობლებს, ეხლა მშობლები მეუბნებოდნენ, რომ რათ უნდა ისწავლონ ქართულიო, ჩვენ ვიცით და რას ვარიგებთო, ინგლისური ისწავლონ, მათემატიკა ან ფიზიკა ან რამეები, ბევრი რამე ვუთხარი, რო დრო ქონდეთ, ერთად ვიყოთ... ეს საქმე რო დავიწყეთ, პირველად საქმე რო დავიწყეთ, ცოტა ძნელი იყო იმიტო რო ბავშვები კი მოვარჯულე, უნდოდენ ეს კლასი, მარა მშობლებსად უნდოდენ რო რასაც ჭირდებიან ის ისწავლონ, რათ უნდათ ქართულიო, რასაც ჭირდებიან ის ისწავლონო, რაში უნდა დაჭირდეს ქართული ენაო, უნდა ისწავლოს მათემატიკა ან რამეებიო... მარა უთხარი დილიდან საღამომდე მათემატიკა როგორ ისწავლოს მეთქი ან დასვენება ექნებათ, ერთად ვიქნებით და მეც ვაკონტროლებ ახლა ჩემიდან რო სწავლობენ ყველანი ვიცი როგორი ბავშვები არიან, ასე მოვარჯულე ყველანი, პირველად რო ესე დავიწყე, მერე თავისით გაგრძელდა, მე რამეს არ ვიმუშავე, ბავშებმა თქვეს რო დრო მოვიდა არჩევითი კლასების დროო და ამას ვწერთო, რამეს ხო არ გვეტყვითო... არა მეთქი როგორც გინდათ, უთხარით ბავშვებსაც, როგორც გინდათ იმათ ჩაწერონ და ეგ ვიქნებით მომავალ წელსაც მეთქი; ორი წელი ასე გაკეთდა თავისით ბავშვებმა მერე ერთმანეთთან ილაპარაკეს, აირჩიეს და გავაგრძელეთ... ახლა მომავალში როგორია მარტო მასწავლებელის, ბავშვის და მშობლებზე არ არის, სკოლის დირექტორზეც არის ეს საქმე, ბევრსაც არ უნდათ რო ასეთი კლასები გაიხსნას...“


image




ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე ანაზღაურებასთან და სტიმულთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მივიღე:



„-არა, მე რო ვასწავლი, მე რო მასწავლებელი ვარ, ჩემი კლასი მყავს, მესამე კლასი ახლა, მე რო ხელფასი მაქვს მის მეტი ხელფასს ვერც გაძლევენ, როცა ორი საათი მაქვს ცარიელი, ჩემ კლასში არის ინგლისური, ასწავლის თავის მასწავლებელი, მე იმ დროს მივდივარ საშუალო სკოლაში ქართული ენის სწავლების, მაგრამ ვინც იყოს, ცალკე დრო რომ ქონდეს მასე იქნება ხელფასი, მაგრამ მე არ მაქვს და იმიტომ მეუბნებიან რო ხელფასს არ გაქვს და ასე იღალვი, რათ გინდა ყველა წელსო, დირექტორი ესე მეუბნება, სკოლის დირექტორი რათ გინდაო, რათ აკეთებ ამასო, ცოტა ცუდათაც გიყურებენ, რატო აკეთებსო ახლა, რა უნდა ამასო და წელს ისე მოხდა რო, არჩევითი საგნები რო წერია ქართული ენის ისა არ დაუწერიათ რო არ აირჩიონო და ბავშვებმაც მითხრეს რო ჩვენ უნდა აგვერჩია, მარა არ არის ქართული ენაო წელსო, როგორ არ იქნება მეთქი, დირექტორს უთხარი, ცოტა ვეჩხუბე, წელს კიდე ცოტა ძნელათ გაკეთდება თუ გაკეთდება, ჯერჯერობით არ ვიცით რა, სკოლა რო დაიწყება მაშინ ვნახავთ როგორი კლასი იქნება, რამდენი ხალხი, ბავშვი იქნება თუ გაკეთდა ჯერ...“


ფათიჰ ცვარიძის ნაამბობის მიხედვით ქართული არჩევითი საგანია და კვირაში ერთი საათი ტარდება, დღის ბოლოს, აღსანიშნავია, მშობლების დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით, მათ არ მიაჩნიათ საჭიროდ თავიანთმა შვილებმა ისწავლონ ქართული-„რათ უნდა ისწავლონ ქართულიო, ჩვენ ვიცით და რას ვარიგებთო“, -ეს უკვე ენის პრესტიჟის საკითხია, მშობლებს არ სურთ ისეთი რამ ისწავლონ ბავშვებმა, რომლებიც არ გამოადგებათ- ჩვენ თუ ვიცით რას გვარგიაო; ასევე, ძნელი არაა მივხვდეთ თუ როგორ ავიწროვებენ და ხელს უშლიან ქართული ენის არჩევას სკოლაში, რამდენი ძალისხმევა სჭირდება მასწავლებელს მიზნის მისაღწევად.

image

ფასდაუდებელია, ამ მასწავლებლის ღვაწლი, რომ არა მისი სულისკვეთება და მონდომება, არც მოსწავლეებს, არც მშობლებს, არც სკოლის დირექტორს არ გაახსენდებოდათ ქართული ენის შესწავლა, სამწუხაროდ, მათი მშობლიური ენა დავიწყებას ეძლევა, მხოლოდ რამდენიმე სოფელშია შემორჩენილი ქართულად მოსაუბრე მოსახლეობა, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მარგალიტის მძივებად, იმედის ნაპერწკლებად გვევლინებიან ხოლმე ტაო-კლარჯეთში ყოფნის დროს, მხოლოდ მათი შემწეობით არსებობს იმედი, რომ არ დაივიწყებენ ქართულს, მშობლიურ ენას, იმ ძაფს, რომელიც აკავშირებთ საქართველოსთან.



ასევე, დაგაინტერესებთ:


ინტერვიუ ფათიჰ მეიდან ცვარიძესთან - ერთადერთი მასწავლებელი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქართულს ასწავლის (ვიდეო)



გაიცანით ერთადერთი მასწავლებელი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქართულს ასწავლის!



ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, დაუვიწყარი ათი დღე და მოკითხვა ჩვენებური ქართველებისგან!



ისტორიული საქართველოს, იმერხევის კიდევ ერთი ულამაზესი სოფელი-ზიოსი! აღმოაჩინე საქართველო!



იმერხევის ულამაზესი სოფელი-ბაძგირეთი! აღმოაჩინე საქართველო!



"...და როს ყოველდღე, წუხელაც კი მეზმანა, თითქოს, ჩვენს ნატერფალებს ტაო როგორ ხარბად ჰკოცნიდა..."-ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, ისტორიული საქართველოს მონახულება!..

0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0