x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103502
  • ვიდეო:347770
  • სურათი:467816
ბეირუთის პორტის ერთერთ საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აეთქებას საშინელი შედეგი მოჰყვა, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი

image ბეირუთის წუხელ 4 აგვისტოს საშინელი სიმძლავრის აფეთქება მოხდა, აფეთქების კერასთან ახლოს არავინ გადარჩენილა ცოცხალი, აფეთქების დარტყმითმა ტალღამ კი უზარმაზარი შენობები მიწასთან გაასწორა.
აფეთქების მიზეზად ლიბანის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ამონიუმის ნიტრატის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც ბეირუთის პორტის ერთერთ საწყობში ინახებოდა.
"ჩემი ღირსების საქმეა მოიძებნოს და უსასტიკესად, კანონის ძალით დაისაჯოს ყველა ვისაც ევალებოდა ამონიუმის ნიტრატის უსაფრთხო შენახვა, ვერავის ვაპატიებ იმ დანაკარგს რაც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ"-განაცხადა ჰასან დიაბმა.
6 წლის წინ რუს ბიზნესმენს, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ჩამოართვა 2750 კილოგრამი ამონიუმის ნიტრატი, რომელიც აფრიკის ერთერთი ქვეყნის დროშით მცურავი გემიდან იქნა ამოღებული შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების გამო. კონფისკაცია გაკეთებული ნივთიერება, რომელიც ტომრებში იყო განთავსებული გადაიტანეს პორტში მდებარე მეთორმეტე ნავმისადგომის საწყობში.
როგორც ლიბანის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ჰესბოლა" დაადასტურა საწყობში, სადაც ინახებოდა ამონიუმის ნიტრატი ასევე ინახებოდა შორი მოქმედების რაკეტებისათვის საჭირო მოწყობილობა, რომელთან ურთიერთობამაც დიდი ალბათობით გამოიწვია აფეთქება.
ცნობილი ფაქტია, რომ ცხელ ტემპერატურაზე ამონიუმის ნიტრატი, რომელიც მცირედი დამუშავების შემდეგ უმძლავრესი ფეთქებადი ნივთიერება ხდება, დნობას იწყებს და თხევად მასად იწყებს გადაქცევას.
ისრაელმა, აშშ-მ, გერმანიამ და ევროპის რიგმა ქვეყნებმა სრული დახმარება აღუთქვეს ლიბანის ხელისუფლებას.
არაოფიციალური მონაცემებით დაზიანდა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით 3 000 ადამიანამდე, დაღუპულების რიცხვი კი რამდენიმე ათეულ ადამიანს აღწევს.
ვფიქრობ აფეთქების მასშტაბიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.
imageimageimage image
ჩემის მხრივ. როგორც საკმაოდ გამოცდილმა გამნაღმველმა მინდა დავამატო, რომ ტერორისტული აქტის ჩასადენად ეს იყო იდეალური ადგილი, სადაც ტერორისტს არ მოუწევდა რისკის ქვეშ შეეზიდა ტროტილი ან ჰექსოგენი.
მას შეეძლო შეეტანა მცირე ზომის დეტონატორი დისტანციური მართვის ბლოკით ან ტაიმერით, უმარტივესი საშუალებით (შეგნებულად არ ვწერ დასახელებას) დაემუშავებინა ერთერთი ტომარა და ჩაერთო ბლოკი ან ტაიმერი.
უშუალოდ პირველი ამონიუმის ნიტრატიანი ტომრის აფეთქებას მოჰყვებოდა დომინოს პრინციპი, რაც მთელი 2750 კილოგრამი ამონიუმის ნიტრატის აფეთქებას გამოიწვევდა, რაც დამიჯერეთ კატასროფული სიძლიერის, დამანგრეველ დარტყმის ტალღას წარმოქმნიდა.
თუ კარგად დააკვირდებით, ვიდეოში ჩანს თუ როგორ ხდება მიყოლებით აფეთქებები.







0
32
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
32